"პირატები ვტოვებთ ტრიბუნას!" - ბათუმის "დინამოს" ფანკლუბი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის "დინამოს" ფანკლუბი განცხადებას ავრცელებს.

"ვინაიდან და რადგანაც "დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ არ მიიღო ჩვენი აზრით გონივრული გადაწყვეტილება, საჭიროდ ჩავთვალეთ, პირველებს ისევ ჩვენ გვემოქმედა.

კლუბის ხელმძღვანელობასთან და სტაფის წარმომადგენელთან შეხვედრა "ტირანასთან" მატჩის შემდგომ, მეორე დღესვე გავმართეთ. მიღებული პასუხები ჩვენთვის არადამაჯერებელი და მიმდინარე რეალობასთან აცდენილი იყო, თუმცა მოვითათბირეთ და გუნდისთვის გონივრული ვადის მიცემა გადავწყვიტეთ, შედეგად კი ვეტერანებთან შეხვედრა გვთხოვეს. აქვე დიდი პატივისცემა ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, თუმცა შეხვედრას შეხვედრისთვის არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ.

2011 წელს, როდესაც ფანკლუბი ფუძნდებოდა,
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, თუ ამ ფრაზის დაწერა მოგვიწევდა - პირატები ვტოვებთ ტრიბუნას! ვტოვებთ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი არ დაგვემშვიდობება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ - თუკი ვინმეს სურვილი აქვს მივიდეს სტადიონზე, უმორჩილესად გთხოვთ - პირატების ატრიბუტიკის გარეშე!".

წყარო: Black sea pirates - Dinamo Batumi Fan-Club
მკითხველის კომენტარები / 22 /
მე გეგუჩაძის გამკვრვებია.არ უტყდება.დაახლოებით იგივეა, ქმარი რო გეტყვის არ მინდიხარო და ცოლი მაინც რო რჩება.
კახა ქ.
28 ივლისი 2023 13:37
0
წავა ალბათ გეგუჩაძე მარა ...რა ვიცი რა ვიცი.
vova
27 ივლისი 2023 23:36
1
ის და, პირატი რა არის? ეგეთი ქართული სიტყვა არ გამიგონია, გაგვანათლეთ ჩვენც გოიმები...
მეკობრე
27 ივლისი 2023 18:18
22
გენაცვალეთ გაგებაში.მარტო თქვენ კი არა არც თბილისის დინამომოს თამაშებზეც არ უნდა მოვიდეს არავინ,პლიუს არც ერთმა კომენტატორმა აღარ უნდა წაიყვანოს მაგათი რეპორტაჟები თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ.ეგ უნამოსო და უპრინციპო ვითომ მწვრთვნელებიც მიხვდებიან რომ უნდა წავიდნენ და როცა შეცდომას უშვებ მალტის და ალბანეთის გუნდთან და წაგება შენი ბრალია მწვრთვნელი აღარ გქვიან და დროა სემიჭკის გაყიდვაზე იფიქრო
გიორგი
27 ივლისი 2023 16:41
3
მარტო მწვრთნელებში არ არის საქმე, ხელმძღვანელობას უფრო მოეკითხება
მიხო
27 ივლისი 2023 17:52
1
წადი ისტოიან წადი
kopa am
27 ივლისი 2023 16:19
0
ჰაი, დროებავ!
ბათუმი და ფოთი ქართული ფეხბურთის ისტორიის საწყისია.
იბრაიმ სარჯველაძით და ბორის ფროლოვით ვიწყებდით.
მერენდელი ყველამ იცით.
უკვე ბევრის მნახველს გულით მიხაროდა, როცა გულშემატკივართა ეს ჯგუფი გამოჩნდა.
სიტყვა პირატები არავითარ უხერხულებას არ ქმნის, უხდება კიდეც!
იმედი ჩამესახა, ქართული ფეხბურთს აღორძინება თუ უწერია, ბათუმიდან იწყება-მეთქი.
მერე ვის ხელში ჩავარდა გუნდი? ფეხბურთი ყომარად აქციეს, ისტორია და ხალხი კი ფეხებზე დაიკიდეს.
მიდით „პირატებო“! მე თქვენსკენ ვარ და ჩემისთანები კი ათი და ასიათასობითაა!
xuta
27 ივლისი 2023 15:45
2
ზატო ფიფიას სამოყვარულო გუნდში ყველაფერი იდეალურად არის დარასკლადებული.რასაც უნდა იმას აკეთებს არც პასუხის მომთხოვნია ვინმე არც საყვედურის მთქმელი. ჟურნალისტები ჩადუმებულები, ვეტერანები დადუმებულები, ეს მთასავით ხალხი - დინამოს ფანკლუბიც შეჩვეული ფარერებთან ესტონელბთან მალტელებთან ყაზახებთან აზერბაიჯანელბთან წაგებებს. მალადეც რომან მალაჩინა
დინამიტი
27 ივლისი 2023 14:58
1
სწორი გადაწყვეტილებაა..ყველა გუნდის გურშემატკივარმა უნდა მოახდინოს ზეწოლა ყოველი უსირცხვილო თამაშის შემდეგ. მაგათ თუ არ უტყდებათ ყველა ორღობის გუნდთან წაგება ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და არ ვაპირებთ შევეგუოთ ასეთ სამარცხვინო შედეგებს!
ზურიკო
27 ივლისი 2023 14:55
0
სწორი მოთხოვნაა კლუბის მიმართ, რა არ მოგწონთ, თავმოყვარეები არ უნდა იყვნენ ბათუმელი გულშემატკივრები?!
სამწუხაროდ რეალობა ისაა, რომ როგორც უკრაინაში ვერ მონახეს კიევის დინამოსთვის უკრაინელი მწვრთნელი ლობანოვსკის შემდეგ (მირჩა ლუჩესკუა), ისე აქ, საქართველოში არიან დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელები. მსაჯები თითზე ჩამოსათვლელია!
ერთადერთი მაღალი დონის ქართველი საკლუბო მწვრთნელი დღეს ომარ თეთრაძეა!
ლაშა
27 ივლისი 2023 14:33
1
ამას გაამპატავნება ჰქვია, თქვენით არ დაწყებულა ბათუმის დინამოს ისტორია და არც თქვენით დამთავრდება. ჩემი თანადგომა ბატონ არჩილ ბერიძეს.
გიზოგ
27 ივლისი 2023 14:07
41

სიახლეები პოპულარული