"პირატები ვტოვებთ ტრიბუნას!" - ბათუმის "დინამოს" ფანკლუბი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის "დინამოს" ფანკლუბი განცხადებას ავრცელებს.

"ვინაიდან და რადგანაც "დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ არ მიიღო ჩვენი აზრით გონივრული გადაწყვეტილება, საჭიროდ ჩავთვალეთ, პირველებს ისევ ჩვენ გვემოქმედა.

კლუბის ხელმძღვანელობასთან და სტაფის წარმომადგენელთან შეხვედრა "ტირანასთან" მატჩის შემდგომ, მეორე დღესვე გავმართეთ. მიღებული პასუხები ჩვენთვის არადამაჯერებელი და მიმდინარე რეალობასთან აცდენილი იყო, თუმცა მოვითათბირეთ და გუნდისთვის გონივრული ვადის მიცემა გადავწყვიტეთ, შედეგად კი ვეტერანებთან შეხვედრა გვთხოვეს. აქვე დიდი პატივისცემა ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, თუმცა შეხვედრას შეხვედრისთვის არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ.

2011 წელს, როდესაც ფანკლუბი ფუძნდებოდა,
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, თუ ამ ფრაზის დაწერა მოგვიწევდა - პირატები ვტოვებთ ტრიბუნას! ვტოვებთ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი არ დაგვემშვიდობება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ - თუკი ვინმეს სურვილი აქვს მივიდეს სტადიონზე, უმორჩილესად გთხოვთ - პირატების ატრიბუტიკის გარეშე!".

წყარო: Black sea pirates - Dinamo Batumi Fan-Club
მკითხველის კომენტარები / 22 /
სწორი გადაწყვეტილებაა..ყველა გუნდის გურშემატკივარმა უნდა მოახდინოს ზეწოლა ყოველი უსირცხვილო თამაშის შემდეგ. მაგათ თუ არ უტყდებათ ყველა ორღობის გუნდთან წაგება ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და არ ვაპირებთ შევეგუოთ ასეთ სამარცხვინო შედეგებს!
ზურიკო
14:55 27-07-2023
0
გენაცვალეთ გაგებაში.მარტო თქვენ კი არა არც თბილისის დინამომოს თამაშებზეც არ უნდა მოვიდეს არავინ,პლიუს არც ერთმა კომენტატორმა აღარ უნდა წაიყვანოს მაგათი რეპორტაჟები თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ.ეგ უნამოსო და უპრინციპო ვითომ მწვრთვნელებიც მიხვდებიან რომ უნდა წავიდნენ და როცა შეცდომას უშვებ მალტის და ალბანეთის გუნდთან და წაგება შენი ბრალია მწვრთვნელი აღარ გქვიან და დროა სემიჭკის გაყიდვაზე იფიქრო
გიორგი
16:41 27-07-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული