ბათუმის "დინამოს" განცხადება "პირატების" ბოიკოტის შესახებ

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადებას ავრცელებს.

"თავს ვალდებულად მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ჩვენი ფანკლუბის - "შავი ზღვის პირატების" მიერ გაკეთებულ განცხადებას "დინამოს" მატჩების ბოიკოტის შესახებ და საზოგადოებას განვუმარტოთ მოცემული ვითარება.

კლუბის მენეჯმენტის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მხოლოდ ვეტერან ფეხბურთელებთან შეხვედრის შეთავაზებას. ჩვენი შეთავაზება ითვალისწინებდა ცალკეულ ფორმატში კლუბის მენეჯმენტთან, ფეხბურთელებთან, სამწვრთნელო შტაბთან და პრეზიდენტთან შეხვედრას, რაზეც ყველა ეტაპზე მივიღეთ უარი, რაც აღნიშნული პროცესის მიზანმიმართული პერსონალიზაციის განცდას გვიჩენს.

კლუბის მენეჯმენტის მხრიდან დიალოგის კონსტრუქციულ და სადისკუსიო რეჟიმში გადაყვანის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მივიღეთ მხოლოდ
ტენდენციური და ნეგატიური უკუკავშირი, რაც ჩვენი აზრით, კლუბის ინტერესებს ვნებს და აზარალებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ფანკლუბის მხრიდან სხვა გულშემატკივრის მიმართ ისმის მატჩების ბოიკოტის და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის არგამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მოწოდებები.

კლუბის მენეჯმენტი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ხედავს. იმედს ვიტოვებთ, რომ ფანკლუბის წევრები გაითავისებენ ზემოაღნიშნულ მოცემულობას და კლუბის ინტერესებს პირად შეხედულებებზე მაღლა დააყენებენ. პატივისცემით, "დინამო ბათუმის" ადმინისტრაცია".

წყარო: ბათუმის "დინამოს" "ფეისბუქგვერდი"

მკითხველის კომენტარები / 29 /
,,შავი ზღვის მეკობრეები" არის ფანკლუბი აჭარული სულისკვეთებით და გულშემატკივრობით.. მე ვარ რიგითი ქომაგი და მეამაყება რომ ესეთი ფანკლუბი გვყავს.. თავი არ დაზოგოთ პირატებო ბათუმი და აჭარა თქვენს გვერდითაა დინამო არ დათმოთ ბოლომდე იბრძოლეთ ამ ომში მარტო არ ხართ!! ჩვენ გულებში ცეცხლი არ ჩააქროდ მჯერა ერთად მივალთ დიდ გამარჯვებამდე..
შავი კაცი
06:18 29-07-2023
1
დინამო ბათუმის ფან კლუბი რასაც აცხადებს ეს არ არის 1 ან 2 ქომაგის პირადი ინტერესი, ეს ბათუმლების და კლუბის გულშემატკივრების განცხადებაა..
აი მენეჯმენტს რაც შეეხება კლუბის მფლობელის და სპორტული დირეკტორის თვით გადარჩენის ინსტიკტი აქვთ ჩართული,სამარცხვინოა და ამავდროულად თვით განადგურების ტოლფასია ის ფაქტი როცა მფლობელი დინამო ბათუმის საპატიო პრეზიდენტს აჭარის ავტონომიუტი რესპუბლიკის თავჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს რომ უხდის ბოდიშს წაგებიდან რამდენიმე საათში ( ეს პრეზიდენტობა ცალკე საკითხია და ღრმად ნუ გაგვანხილიებთ ამ საკითხს ბატონო თორნიკე თქვენ სახელმწიფო მოხელე ხართ როგორც გვახსოვს და ცუდათ მოგიბრუნდებათ ეს ყველაფერი ჭკვიანი კაცი ხართ და ცოტა მოწიეთ არჩილ ბერიძე).. ჯერ ფანკლუბს და გულშემატკივრებს მოაშორეთ თქვენი უაზრო და სულელური განცხადებები და მერე დინამო ბათუმს პატივცემულო მენეჯმენტის წარმომადგენლებო.. დაფიქრება გმართებთ როცს რამე განცხადებას აკეთებთ, იქნებ გაიაზრეთ რომ, პირატები თუ მეკობრეები ამბობენ და მოითხოვენ იმას რასაც ჩვენ როგითი ბათუმლები მოვითხოვთ, ჩვენ ვიცით და ვაანალიზებთ ჩვენს მოთხოვნას და ქმედებას თქვენსგან განსხვავებით..
ისე არ გააკეთოთ რომ მოედანზე შესვლა აგეკრძალოთ ეს კლუბი და ეს ქალაქი ჩვენია და არა არჩილის,თორნიკეს,გიას და დვალიშვილის კარგად დაფიქრდით განსაკუთრებით საპატიო პრეზიდენტმა ისეც შელახული გაქვს რეპუტაცია და ნუ გადაყვები აჩიკოს..
შავი კაცი
06:09 29-07-2023
1

სიახლეები პოპულარული