ვინ უთავკაცებს თბილისის "დინამოს"? - ჭიაბრიშვილი წავიდა

AutoSharing Option
გიორგი ჭიაბრიშვილმა "დინამო თბილისი" დატოვა. მთავარ მწვრთნელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მასთან ერთად "დინამო" ასევე გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოზაძემ და ალექსანდრე ინწკირველმა დატოვეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი "დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასის მოპოვება იზეიმა. ამ პერიოდის განმავლობაში "ლურჯ-თეთრებმა" მისი ხელმძღვანელობით 49 მატჩი (29 მოგება, 9 ფრე და 11 მარცხი) გამართა.

"საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" მადლობას უხდის გიორგი ჭიაბრიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. კლუბის სახელით,
მათ მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ."

თბილისური კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

FC Dinamo Tbilisi

altთბილისის "დინამო" "ჰამრუნთან" ისევ დამარცხდა და ევროსეზონი უსახელოდ დაასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 56 /
ტაბიძეს მოუყვანეთ გამოცდილი კაი მცველი მაგარ დაცვას ჩამოაყალიბებენ....შემტევები კაარგიი 2 მაღალი დონის ესპანელი ბრაზილიელი იყოს კარასკო ჩისკო ვინმე ისეთი რო თავის ქვეყნიდან კარგი ფეღბურთელები ჩამოიკვანოს აკადემიიდან რო გამოჩნდება ვინმე კაი ბავშვი ეგრევე ნუ გაყიდი აცადე ცოტახანი და რაღაციქნება გუნდს მინიმუმ 5 წელი უნდა შეინარჩუნო ბირთვი...დინამო კაი გუნდია მაგრამ გამოკვეთილი ლიდერი აკლია მაგალითად ერთს გეტყვით ეხლა რო გაყიდა სიგუა არ უნდა გაეყიდა 2-3 წელი აცალაე 5 მაგად გაყიდი მაგრამ ფიფიას ურჩევნია დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს და ეგ ტეხავს არადა პირიქით მაგარი იქნებოდა ქალაქისთვისაც კარგი გუბდი რო გვყავდეს სიტყვაზე ლოკომოტივი უზველესი გუბდია საბურთალომაც რო შეინარჩუნოს ბირთვი იმენა მაგარ წარმატებად მიახწევს ატვეჩაივარ
სიმართლე
05 აგვისტო 2023 12:00
2
ეს კარგია რომ წავიდა.დოლიძე ისიც ხომ მიზანმიმართულად ანგრევს დინამოს,სახელს უტეხს
აკადემია
05 აგვისტო 2023 10:35
2
ალილუია! ეს ვიტჯორიას დამხმარე სამწვრთნელო შტაბი მეორედ მოვიდა, პირველად ჩხეტიანის დროს იყვნენ და მაშინაც ასე საშინლად ათამაშეს გუნდი და იმედია აღარასოდეს დაბრუნდებიან! პ.ს. დინამოში უნდა იყოს დინამოელი!
ბეჟო
05 აგვისტო 2023 10:33
1
ამბობენ კარასკოს ავითარებენ დინამოს აკადემიიდანო. ეს საკმარისი არაა ,თუ არ გადაახალისეს შემადგენლობა,.ყველა უცხოელი ვინც დინამოს ჰყავს,ყველა გასაშვებია, პლუს ამას ზოგი ქართველიც არ აკმაყოფილებს საშუალო დონესაც...
ახალი მწვრთნელი კი კარგია,მაგრამ გუნდს სჭირდება კარგი სელექციონერი, რომ მატარებელს ჩამორჩენილი უცხოელები კი არ დაიმატოს გუნდმა, არამედ საშუალოდ ნორმალურები მაინც. მოკლედ, ახალ მწვრთნელთან ერთად გვჭირდება ახალი ფეხბურთელებიც ახლავე და არა ევროპული ტურნირების წინ ვიღაცას რომ დაიმატებენ და დააბოლებენ გულშემატკივრებს.
მაგრამ 8ზამს ამას ფიფია? რაღაც მეეჭვება
Mr.kostaia
05 აგვისტო 2023 09:06
0
უნდა დამეწერა კარასკოს აწინაურებენ-თქო დინამოს აკადემიიდან
Mr.kostaia
05 აგვისტო 2023 11:43
0
აუცილებლად გამოცდილი უცხოელი
Mamuka
05 აგვისტო 2023 07:07
0
ასეთი უსუსური თამაში უკვე ეჭვს აჩენს და რამდენიმეჯერ გაჟღერდა, რომ ფიფია ყომარობს ტოტალიზატორშიო, მწვრთნელთან შეთანხმებით, გარანტირებულად დებს დინამოს წაგებაზე და ამ ბიზნესში ჩაბმულია მთელი ფედერაციაო. ბევრს ასეთი რაღაცეების არ ჯერა, მაგრამ სადღაც თურმე ასეთებიც ხდება. არ ვიცი, რა ვთქვა ...
აქ გაიჟღერა კობა ჟორჟიკაშვილის კანდიდატურამ. არასოდეს დამავიწყდება მისი გაწვრთნილი რუსთავის და ალბანური ტეუტას მატჩი. ამ მატჩში იყო ყველაფერი, რაც თანამედროვე ფეხბურთს ამშვენებს - ჩვენი ფეხბურთელების იდეალური გახსნები, დროული პასები, უბურთოდ მოძრაობა, კონტრშეტევები. თუ არ ვცდები, სახლში 6-1 მოვიგეთ, გასვლაზე, 3-0. ერთხელ ვკითხე ბატონ კობას, რატომ არ გაგრძელდა ამ სტილის და ხელწერის სრულყოფა-თქო. ბატონმა კობამ მიპასუხა, იმისათვის რომ გუნდი სრულფასოვნად გამოიყურებოდეს მარტო ტექნიკა, ან მარტო ტაქტიკა ან ფიზმომზადება არ ყოფნის. საჭიროა ერთი სრულფასოვანი ციკლი მაინც. მე ამის დრო არასოდეს მქონდაო. სულ სეზონის მსვლელობაში მიწევდა კორექტივების შეტანაო. პლზენთან შეხვედრაში აშკარად გამოჩნდა ჩვენი ფიზმომზადების დაბალი დონე და მიუხედავად აზრიანი თამაშისა და გაბრძოლებისა, რუსთავმა პლზენთან თამაშები დათმო.
გულშემატკივართა ერთი ჯგუფის სახელით სახალხო წინადადება შემომაქვს, დავნიშნოთ ჟორჟიკაშვილი დინამოს მწვრთნელად, სულ მცირე ერთი წლის ვადით და მივცეთ საშუალება თავისი იდეები განახორციელოს. თვეში ერთხელ გულშემატკივრებს შეგვხვდეს და მოსამზადებელი სამუშაოები გაგვაცნოს. დარწმუნებული ვარ გულშემატკივრების ჩართულობა და სამწვრთნელო შტაბის თანამშრომლობა თბილისის დინამოს ახალ ეტაპზე აიყვანს და შემდგომ ციკლში სულ მცირე ჯგუფურ ეტაპზე გაგვიყვანს.
თენგაბი
05 აგვისტო 2023 00:50
13
ყავდეს ამას ეს გუნდი მაგრამ ბიზინამ იცი რაჯობია გააკეთოს ცხინვალის გუნდი სოხუმია გუნდი და გაიყვანოს ლიგაზე და დაანახოა რი ქართული გუნდია და ქალაქია სიტყვაზე სოხუმი ამით ბევრი რაღაც გაკეთდება
სიმართლე
05 აგვისტო 2023 00:20
5
გეთანხემბი)როგორც აზერბაიჯანმა გააკეთა უძლიერესი გუნდი ყარაბახი და დღეს აგერ კი ვხედავთ დაიბრუნეს კიდეც ყარაბახის მიწა)))ამიტომ ყველაფერს აქვს მნიშბნელობა….ჩადოს ფული ბიძინამ თუნდაც გაგრა რომაა გუნდი იმაში ან სოხუმი და გაქაჩონ როგორც ყარაბახი მაგრამ ვაიშ მეტ…..არც სააკაშვილს უყვარდა ფეხბურთი არც ივანიშვილს და არც შევარდნაძეს კიდევ მანამდე….ერთი კაცი ხო ვერ მოვიდა ქვეყნის სათავეში ფეხბურთო რომ უყვარდეს ისეთი ვაი ჩვენს ბედს…..იმდენს კი ვერ ხვდებიან რომ საქართველოში ხალხს ფეზბურთში წარმატება აერთიანბს და აბედნიერებს…აი თუნდაც ბიძინამ რომ ააყვაოს თბილისის დინამო და გახადოს დინამო ზაგრების დონის მაინც და ყოველ წელს ლიგაზე გავიდეს ის ამით ხალხის ხმებსაც მოიგებს…მე პირადად მივცემ ხმას ფეზბურთის სიყვარულის გამო…მაგრამ მაგდენს ვერც ხვდებიან
შახრუდინი
05 აგვისტო 2023 00:30
1
“დინამო” ფიფიას, დოლიძის და უვარგისი ფეხბურთელების გარეშე!
qomagi
04 აგვისტო 2023 22:23
2
ურთიერთარათავსებად და დაბალი პასუხისმგებლობის ფეხბურთელებს გვარდიოლა და სპალეტტი რომ მოუყვანო, მაინც არ უშველის, პირველ რიგში კოლექტივია მანდ სრულიად გადასახალისებელი, სელექციონერებს არა შეწყობადობით არამედ ფას-ხელფასით მოჰყავთ ახალი ფეხბრუთელები და ვღებულობთ აჯაფსანდალს!
Jango
04 აგვისტო 2023 21:52
2
ტოპ-5-თის, გუნდების 3-4-ლიგის გუნდები არადაა, პორტუგალიის ჩემპიონატის 3-4-ლიგის გუნდების მწვრთნელად მგონი გაართმევს თავს გიორგი. პიროვნება ძალიან კარგი ადამიანიაა, განათლებულიი. მაგრამ, ფეხბურთის ცოდნა სხვა რამეა გიო. იმუშავე დიდ მწვრთნელებთან, და დარწმუნებული ვარ რომ მერე გაართმევ კარგად თავს ამ სფეროში. გია გეგუჩაძესთან პრაქტიკის გავლა არარის საკმარისი ხომ ხედავ? ასე რომ დრო არ დაკარგოო, წადი სადმე ან ჰოლანდიაში ან და ბელგიაში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, და მერე კლუბის თავკაცობა კი არაა, ნაკრებიც შეგიძლია ჩაგაბარონ.......
Dato
04 აგვისტო 2023 21:12
10

სიახლეები პოპულარული