თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო იმუშავებს. ესპანელი სპეციალისტი 2022 წლიდან დედაქალაქური კლუბის აკადემიას ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი, პირველ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

კარასკო წარსულში უკვე მუშაობდა "დინამოში", 2011-12 წლებში აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ესპანელის სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონაში" დაიწყო, იგი ლა მასიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ამას გარდა კარასკო სხვადასხვა დროს "მალაგას" 16-წლამდე და დონეცკის "შახტარის" 19-წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი "საბურთალოს" აკადემიაშიც იმუშავა.

აკადემიების გარდა, კარასკოს ძირითად გუნდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს - იგი
ესპანური "საბადელის", ავსტრალიური "ვესტერნ სიდნეი უონდერერსის" და თურქული "კარაბიუკსპორის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. "დინამოში" დაბრუნებამდე კი, კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონთა ბოლო თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო, რომელმაც ევროტურნირებზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ორმხრივი შეთანხმებით გუშინ პოსტი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ერთადერთი რასაც კარგს ვხედავ ამაში ეხლა, ისაა რომ მარგველაშვილებს წითელი აენთებათ
დავითი
16:48 05-08-2023
1
საწყალი, არადა არ ჩანს ცუდი ადამიანი :D
დააT
17:11 05-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული