"დილას" გეილის დამატების მსურველთა რიგი დაუდგა - გორელებს 1,2 მილიონი ევრო უკვე შესთავაზეს

AutoSharing Option
Transfermarket-ის ცნობით, გორის "დილას" გუნდის ბარბადოსელი შემტევის მსურველთა რიგი დაუდგა. 21 წლის ფეხბურთელის შეძენა ოთხ გუნდს სურს, საიდანაც ორი პოლონურია.

ექსტრაკლასას შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული "რაკუვი" ქართულ გუნდს 1,2 მილიონ ევროს სთავაზობს და მზადაა ეს თანხა გადაიხადოს.

გეილით დაინტერესებულნი არიან ასევე პოლონური "ვისლა", შვეიცარიული "იანგ ბოიზი" და ავსტრიული "ვენის რაპიდი".

ბარბადოსელი "დილაში" 2022 წელს უნგრული "ჰონვედიდან" გადაბარგდა. აღსანიშნავია, რომ ის გუშინ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის განაცხადში არ ყოფილა, სადაც გორელებმა გასვლაზე "საბურთალოს" 2:1 მოუგეს, ეს კი მის ტრანსფერზე მოასწავებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
გაყიდოს და ისევ მსგავსი ფეხბურთელი დაიმატოს უფასოდ. აშკარაა რომ დილას მენეჯერი ყავს უძლიერესი. წარმატებები დილას და გეილეს
roma bejanidze
11:14 21-08-2023
4
ისწავლე ფიფიავ, ბერიძევ!
ხედავთ, კლუბი ერთი შემადგელბით თამაშობს აგერ უკვე 2,5 წელიწადია და შედეგს იმკის. მთლიანად ფეხბურთელებს კი არ ჰყიდის!
წარმატებები დილას. ეგება მისგან მაინც ისწავლონ ჭკუა!
ლაშა
12:15 21-08-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული