გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, სავარაუდოდ, გორის "დილას" ამჟამინდელი დამრიგებელი ანდრეი დემჩენკო გახდება.

Geo Team-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზღვისპირელები რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და მათგან ფავორიტი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო.

რამდენიმე წუთის წინ კი იმავე წყარომ დაწერა, რომ ბოლო საათებში ბათუმელები უკრაინელ მენეჯერთან მოლაპარაკებებში დაწინაურდნენ, დღესვე მას პირად კონტრაქტსაც გადაუგზავნიან და ახლა კლუბის ჩაბარების მთავარი კანდიდატი სწორედ ისაა.

დემჩენკოს "დილასთან" შრომითი ხელშეკრულება აკავშირებს, ამიტომ "დინამოს" გორელებისთვის გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს.

Geo Team-ი წერს, რომ გიორგი ჭიაბრიშვილსა და ბათუმის "დინამოს" შორის მოლაპარაკებები
მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ჩანს, აჭარლების პირველი არჩევანი უკრაინელი მწვრთნელია. საბოლოო გადაწყვეტილებას თავად დემჩენკო მიიღებს.

altწასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

მკითხველის კომენტარები / 35 /
კარგი გადაწყვეტილებაა, მშვენიერი კანდიდატურაა. წარმატებები ბათუმის დინამოს.
WTF
21 აგვისტო 2023 16:07
7
არ მოვიდა სულაქველიძის რიგი?
დედას გორჯისტანა
21 აგვისტო 2023 15:32
7
კარგი და ისტოეიული გადაწყვეტილებაა, დინამო ბათუმისთვის და თავად დემჩენკოსთვის. დარწმუნებული ვარ ბევრად შორს წავა დინამო ბათუმი ევრო ტურნირებზე დემჩენკოსთან ერთად. დინამოოო ბათუმიიი!!
ირაკლი
21 აგვისტო 2023 20:07
10
Ramdenime mwvrtneltan qondat molaparakebebi da matgan favoriti chiabrishviliao giweriat da sainteresoa im danarcheni mwvrtnelebis vinaoba gagemxilat, sasaciloa tu satirali vegar vigeb chiabrishvili ro vinmestan shedarebit favoriti iqneba, sad edzebt mwvrtnelebs 2-3 ligebshii?? An demchenkos ro miadeqit amxela msoflioshi mwvrtneli ver ipovet ro maincdamainc dila ar daasustoot? Dzlivs 3-4 titqmis tanabari donis gundi arsebobs chven chempionatshi da midit gagudet egenic,, tumca dvalishvili da beridze rogor legionerebsac ezidebian igive mwvrtnelebs ipovnian donit da xelaxla tavis mochras eg urchevniat, tieri geilic wamoiyvanet an tbilisis an batumis dinamoebma eg bichi ar ari gasashvebi chveni chempidan tan ukve gamomdgari kadria da 6-tveshi ukan gashveba ar mogiwevt, da bolos Vai tqvens patrons
Gel-100
21 აგვისტო 2023 19:53
2
ბაᲗუმᲨი Ძაან აქვს Ფესვი გადგმული ჯუᲦელს, სანამ მაგას არ ამოვᲫირკვავᲗ არაფერი არ გამოვა.
ლადო
22 აგვისტო 2023 09:34
2
ბათუმის დინამოში სლოვაკეთში მიდის სეზონის ბოლოს.
გორელი
21 აგვისტო 2023 19:05
3
რაც შეეხება დემჩენკოს, კი არ არის ცუდი მწვრთნელი, მაგრამ თუ მიაღწევს რამეს, ასე მგონია მხოლოდ შინგნით, არა მგონია ევროპაზე რამე ქნას.
კახა ქ.
22 აგვისტო 2023 08:17
2
სანამ ქართველი მწვრთნელები კვალიფიკაციას არ გაივლიან მოწინავე უცხოურ კლუბებში, არ ჩაიხედავენ იმას სამზარეულოში და არ გაიგებენ რა და როგორ, მანამდე ჩვენს საკლუბო ფეხბურთს არ ეშველება არაფერი.
კახა ქ.
22 აგვისტო 2023 08:15
1
ისევ ჭიაბრიშვილის თემაა? დინამო ბათუმს დაღუპავენ ასეთი კვალიფიკაციის მწვრთნელები. დინამოს შტაბში დილეტანტებმა მოიყარეს თავი, როგორც ეტყობა, თანაც იაფად უნდათ გასვლა. არაკორექტულია კოლეგებისგან შუა სეზონში ნწვრთნელის წართმევა.
მერაბი
22 აგვისტო 2023 07:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული