გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, სავარაუდოდ, გორის "დილას" ამჟამინდელი დამრიგებელი ანდრეი დემჩენკო გახდება.

Geo Team-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზღვისპირელები რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და მათგან ფავორიტი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო.

რამდენიმე წუთის წინ კი იმავე წყარომ დაწერა, რომ ბოლო საათებში ბათუმელები უკრაინელ მენეჯერთან მოლაპარაკებებში დაწინაურდნენ, დღესვე მას პირად კონტრაქტსაც გადაუგზავნიან და ახლა კლუბის ჩაბარების მთავარი კანდიდატი სწორედ ისაა.

დემჩენკოს "დილასთან" შრომითი ხელშეკრულება აკავშირებს, ამიტომ "დინამოს" გორელებისთვის გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს.

Geo Team-ი წერს, რომ გიორგი ჭიაბრიშვილსა და ბათუმის "დინამოს" შორის მოლაპარაკებები
მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ჩანს, აჭარლების პირველი არჩევანი უკრაინელი მწვრთნელია. საბოლოო გადაწყვეტილებას თავად დემჩენკო მიიღებს.

altწასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

მკითხველის კომენტარები / 35 /
ბათუმის მსოფმხედველობა გორს რო ვერ სცდება იმიტოა რო ეს გუნდი ვერასდროს ვერაფერს მიახწევს, ბათუმს დილას ხარჯზე უნდა სანუკვარი მიზნის მიხწევა, ჯერ ფეხბურთელები წაიყვანეს გორიდან, მერე მინდვრის მომვლელი, მერე საერთოდ გორში თამაშობდნენ, ეხლა მწვრთნელი მოუნდათ, ამათ გონიათ რაც გორში მუშაობს იგივე იმუშავებს ბათუმშიც და აისრულებენ ოცნებას. ბათუმს რო მენეჯმენტი არ ყავს საერთოდ მაგას დემჩენკო კი არა გვარდიოლა ვერ უშველის. ფეხბურთელები ვერ მოყავთ და დემჩენკომ რა უნდა გააკეთოს? კომკურენტების დასუსტების ხარჯზე რო მიახწევთ წარმატებას და მერე ევრო თასებზე რო გათრევენ მაგას დემჩენკო უშველის?
2
დემჩენკოს დანიშვნას ჯობია ისევ ჭიაბრიშვილი დანიშნო არა ნაკლები ტრენერია(სიმართლეს გაუმარჯოს მისახვედრი მიხვდება)..
Nikoloz
14:45 22-08-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული