ბათუმის "დინამომ" გუნდის მწვრთნელად "დილას" აწ უკვე ყოფილი თავკაცის, ანდრეი დემჩენკოს დანიშვნა თავისი "ფეისბუქის" გვერდით დაადასტურა:
"ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო იქნება. უკრაინელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გავაფორმეთ".
დემჩენკომ "დილა" 2021 წელს ჩაიბარა და გუნდი მისი ხელმძღვანელობით ორჯერ გახდა ეროვნული ლიგის ბრინჯაოსპრიზიორი.
დემჩენკომ ბათუმის "დინამოს" მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძე შეცვალა.