"10 000 დოლარი შევთავაზეთ" - გორის "დილამ" დემჩენკოზე განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
გორის "დილამ" "ფეისბუქგვერდზე" ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა და კლუბიდან ანდრეი დემჩენკოს წასვლაზე განმარტება გააკეთა. 

გორული კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ უკრაინელს ხელფასის სახით 10 000 დოლარი შესთავაზეს, მაგრამ დემჩენკომ მაინც წასვლა ამჯობინა. 

"ძვირფასო გულშემატკივრებო, მოგეხსენებათ, რომ ანდრი დემჩენკო გორის "დილას" აღარ გაწვრთნის. გვსურს განვმარტოთ, ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანდრეი დემჩენკო კლუბში დარჩენილიყო. კლუბმა მთავარ მწვრთნელს შესთავაზა ჩვენი კლუბისთვის რეკორდული ხელფასი, 10 000 დოლარის ოდენობით, რადგან სეზონისთვის მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული და მისი შენარჩუნება კლუბისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ჩვენი
დიდი იმედგაცრუების მიუხედავად,  ანდრეი დემჩენკომ გადაწყვიტა წასულიყო კონკურენტ გუნდში და კლუბი დაეტოვებინა შუა სეზონში.

ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ანდრი დემჩენკოს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, წარმატებისთვის და კლუბის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კლუბში ანდრეი დემჩენკოს კარიერის უეცარი დასრულების მიუხედავად, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ ამ პერიოდის გადალახვას და ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ." - წერია "დილას" მიერ გავრცელებულ ტექსტში. 

ანდრეი დემჩენკომ კონტრაქტი ბათუმის "დინამოსთან" გააფორმა. უკრაინელი აჭარულ კლუბში 2025 წლის ბოლომდე დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 30 /
დემჩენკო ძალიან მაგარი მწვრთნელია, ის ბევრად მეტს იმსახურებს ვიდრე 10000 დოლარია, ამასთან არ იყო საჭირო ეს ინფორმაცია საჯარო ყოფილიყო. დემჩენკოს წარმატებები
qartveli
31 აგვისტო 2023 16:56
23
ევროპის ყველა კლუბის მწვრთნელის ხელფასი თუ საჯაროა დემჩენკოსი რატომ უნდა დამალულიყო?
ვენეციის კომისია
31 აგვისტო 2023 19:20
0
იყო საჭირო გამოჩნდა რა სიტყვის კაციცაა მაყუთჩენკო და იმედია ეგრე მოექცევიან ბათუმში როგორც იმსახურებს. თუ თვითონ არ გაიქცა ბათუმიდანაც სადმე უფრო მაყუთა ადგილას
Dima
31 აგვისტო 2023 20:44
1
10000 დოლარად სხვა კარგ მწვრთნელსაც იშოვით. ასე გაქცეული კაცის ხვეწნა აღარაა საჭირო. კაი ჩიტს დაიჭერს ბათუმის დინამოში.
კირკიტა
31 აგვისტო 2023 16:26
27
გასაგებია რომ ფეხბურთი ბიზნესია და "ყველაფერი მოსულა", მაგრამ ბათუმის დინამოს ზედმეტები მოსდის უკვე ჩემის აზრით. ქართველები ვართ ბოლო-ბოლო. ადექი და სხვაგან იპოვე კარგი მწვრთნელი(ფეხბურთელი). არ მომწონს რომ სხვა ქართული კლუბების დასუსტების ხარჯზე უნდა წარმატებას მიაღწიოს ბერიძემ.
შოთა
31 აგვისტო 2023 17:30
2
დაუწყეს ეხლა გაშავება!!!კარგიტ რა ეს მესაკუტრეობას მოეშვით.შეთავაზეს უკეთესი კონტრაკთი და წავიდა.სპორტია.ოჯახი ყავს და თავისთავად დათანხმდა.ჩვეულებრივი ამბავია!!
სიმართლე!!
31 აგვისტო 2023 22:10
1
უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში ეს კარუსელი ბათუმმა როგორ ვერ ნახა სხვა მწვრთნელი გორისთვის რო არ წაერთმია... იგივე ხდება ფეხბურთელებთან დაკავშირებით... რომელ ილიტურ ფეხბურთს ვთამაშობთ რომ იმავე კლასის ფეხბურთელი ან იმაზე უკეთესი ვერ ნახონ სხვაგან... რავი ბრაზილიიდან ბევრი წამოვა ჩემი აზრით ნორმალური ფეხბურთელი ტრამპლინისთვის აფრიკიდან.. აქ თუ ვერ ვშოულობთ ჩვენზე ღარიბი ქვეყნებიდან როგორ ვერ უნდა აირჩეს 2-3 ფეხბურთელი ისეთი რომ ჩვენთან წამოვიდეს... ვ
Mitro
31 აგვისტო 2023 17:54
1
დილას გულშემატკივარი ვარ და რათქმაუნდა არ მინდოდა დემჩენკოს წასვლა, მაგრამ მაგის ნებაა რას იზავს, უნდა მეტი ხელფასი, მეტი ფული ტრანსფერებისთვის, რავი იქნებ ზღვა უყვარს ბოლობოლო. ერთადერთი რაც გასატეხია, შუა სეზონში რომ მიაგდო გუნდი, მიეყვანა ეს ჩემპიონატი ბოლომდე და მერე წასულიყო. ეგ იქნებოდა ბოლომდე კაცური საქციელი
ზურა
31 აგვისტო 2023 21:47
3
შენ თვითონ სადაური ხარ ჭკუის კოლოფო ასე რომ იკბინები დროგამოშვებით ჰააა? ვაკვირდები სახელდობრ ბათუმლებს კბენ. სიმართლე თუ გინდა ისე, საქართველოში საკლუბო ფეხბურთი 30 წელზე მეტია აღარ გვაქვს, ბათუმში ბჟუტავს იმედის ნაპერწკალი ახალი სტადიონით და სხვა ქალაქებთან შედარებით ბევრი გულშემატკივრით. შენ კი იმის ნაცვლად რომ ეს ყველაფერი მოგწონდეს, ბოღმას ანთხევ აქ და ვითომ კბენ ბათუმლებს და მათ საყვარელ გუნდს. ბოღმით არ გასკდე.
ბათუმს ქათქათას-ს სახელით მოსარგებლეს
31 აგვისტო 2023 22:54
8
ბოდიშით მარა რომელი იმედის ნაპერწკალი? გუნდი ევრო თასებზე ერთ ეტაპს რო ვერ გადის ეგ ნაპერწკალი? თუ ჩემპიონატში რო მეორე ადგილზე გადის მაგას ეხახით ნაპერწკალს? ან რაღა ხალხი დადის? ეგ ხალხი რო დადიოდა იყო ორი წლის წინ და ეგ იყო სტადიონის ეფექტი. რატო იქმნით გადამეტებულ მოლოდინებს და ყალბ ილუზიებს? ისევ თქვენ ზარალდებით მერე შედეგი რო არ აქვს გუნდს. ნუ უსმენთ ვაზელინა ჟურნალისტებს, რეალობას შეხედეთ და აღიარეთ რო ბათუმი ჯერ საქართველოშიც კი არ არის დომინანტი გუნდი. გრანდს რო ეძახით რანაირი გრანდია ბათუმი ორ ტიტულიანი გრანდი გაგიგიათ? ბათუმზე ბევრად მეტი ტიტული ტორპედოს აქვს და ვიტ ჯორჯიას. ყველაზე ცუდი იცი რა იქნება? გაისად თუ ევრო თასებზე არ იქნება შედეგი დარწმუნებული ვარ ბერიძესაც ამოუვა ყელში და წავა, არ მგონია სიამოვნებდეს ამდენი წელი ფულის ყრა და შედეგი იყოს ნული. მერე გინდ ნაპერწკალი ეძახე და გინდ მანათობელი.
ave
01 სექტემბერი 2023 02:05
3
კონკრეტულად დემჩენკო არაფერ შუაშია. გორელებმა მეტნაკლებად კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნეს და ყველაზე შორს გააღწიეს ევროტურნირებზე. ამას ვერც ბათუმში შეეგუებოდნენ და მითუმეტეს ვერც თბილისში.
სიმართლეს გაუმარჯოს
31 აგვისტო 2023 18:54
1
შუა სეზონში გუნდის მიტოვება არაა კარგი საქციელი არც მწვრთნელისაგან და არც იმ კლუბისაგან-ვინც გადაიბირა.
ფერნანდო
31 აგვისტო 2023 20:17
2
გეთანხმებით ვინც იძახის რო ბათუმს სხვაგან უნდა ენახა მწვრთნელი და სხვაგან უნდა ნახოს ფეხბურთელებიც მარა ერთი გავიწყდებათ, ბათუმის დინამოში არ იციან არც მწვრთნელის და არც ფეხბურთელების მოყვანა და ამას თვითონ გუნდის პრეზიდენტიც ყველა ინტერვიუში იძახის. კაცი იძახის 12 ათას დოლარად ვერ მომყავს ფეხბურთელებიო. ბათუმში ულამაზეს ქალაქში რო გაქვს გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა და ფეხბურთელები ვერ მოგყავს რატო სთხოვთ იმას რაც არ შეუძლიათ? ზოგადად ბათუმის დინამო ერთი დიდი საპნის ბუშტია რომელიც მალე გასკდება სამწუხაროდ. დემჩენკო ყავთ ბოლო იმედი, დარწმუნებული ვარ ვერც ეს ვერ უშველით. ამას თუ არ მიუყვანე ისეთი ფეხბურთელები როგორებიც გორში ყავდა ჯადოქარი კი არ არის. და როგორც ვთქვი ფეხბურთელების მოყვანა კიდევ არ იციან.
a a
31 აგვისტო 2023 19:19
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული