ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
AutoSharing Option
"დინამო თბილისსა" და ბუდაპეშტის "ფერენცვაროშს" შორის გიორგი ხარაიშვილის იჯარასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი თბილისურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.
გიორგი ხარაიშვილი "დინამო თბილისს" 2023 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ნახევარმცველმა ლურჯ-თეთრების რიგებში 25 მატჩი გამართა. მის ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.