
სხვადასხვა დროს 26 წლის ქართველი ნახევარმცველი "ფერენცვაროშში", შვედურ "გიოტებორგსა" და თბილისის "საბურთალოში" ასპარეზობდა.
გიორგი ხარაიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია. მას ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია. თბილისური კლუბის ახალწვეული სავარჯიშო პროცესში 21 თებერვლიდან ჩაერთვება.