გეილის ტრანსფერიდან მნიშვნელოვან თანხას "ჰონვედი" მიიღებს

AutoSharing Option
"დილა" "რაპიდში" გადასულ ტიერი გეილს გამოემშვიდობა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დილამ "ვენის "რაპიდთან" შეთანხმებას მიაღწია ტიერი გეილის ტრანსფერთან დაკავშირებით. ტრანსფერის თანხა 660 000 ევროს შეადგენს, რომლის გადახდაც მოხდება ეტაპობრივად 2023-2025 წლების სეზონებში.

ტიერი ჩვენმა გუნდმა უფასოდ დაიმატა "ჰონვედ ბუდაპეშტიდან", რომელიც მიიღებს მნიშვნელოვან თანხას ამ ტრანსფერიდან, რადგან "ჰონვედმა" შეინარჩუნა უფლებები მომავალი გაყიდვიდან.

ტიერი აღმოაჩინა საერთაშორისო სკაუტურმა პლატფორმა STARI-მ, რომელიც მუშაობს გორის "დილასთვის" და ასევე - ექსკლუზიურად ისრაელში, ისრაელის ჩემპიონ "მაკაბი ჰაიფასთვის". "სტარიმ" წარსულში "დილაში" სხვა გამორჩეული ლეგიონერები მოიყვანა, მათ შორის, ლეანდრო
რიბეირო და უსმან კამარა.

ტიერიმ 74 მატჩში 16 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან დიდი პროგრესი განიცადა გორის "დილაში". მადლობას ვუხდით მას გუნდის წარმატებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. დარწმუნებული ვართ, იგი გააგრძელებს თავისი გამორჩეული ნიჭის ჩვენებას მსოფლიოს წინაშე და ამაყად წარმოაჩენს ჩვენს კლუბს. მადლობა, ტიერი!", - ნათქვამია გორული კლუბის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჯერ ხო კაპიკებში გაყიდეს მერე იმ თანხას 3 წელი მიიღებს ნაწილ ნაწილ და მთლიანსაც ვერა მოკლედ მაგარი ღადაობაა და ჰო კიდე რახან დილას ეხება საქმე სამტრედიის მიერ 93წუთზე უმაისურიანო ფეხბურთელის მიერ გატანილ და წესების დარღვევით გატანილ გოლს რატო არსად არ მიექცა ყურადღება? მაისური არ ეცვა და მსაჯმა ოქმში რომ ჩაწერა გვარი როგორ დაადგინა ნომერი ფეხბურთელის? სატირელია წესები მსაჯმა რომ არ იცის და ფეხბურტელმა მითუმეტეს რადგან 0-0ზე ან 0-1ზე რო ექნა წარმოიდგინეტ ისე ის გოლი რო გაუქმებულიყო დილას მინიმუმ გათანაბრების შანსი დარჩენოდა მარა ამ საიტის ადმინები არ უყურებენ ეროვნულ ლიგას და იმ გოლს რას ნახავდნენ
ნოდო
05 სექტემბერი 2023 20:39
2
tetri fuli zmisguli
Karche ra
05 სექტემბერი 2023 21:57
0
ფეხბურთის აზრზე არ ხართ უმეტესობა, მთავარია კომენტარი დაწეროთ და რას დაწერთ არ აქვს მნიშვნელობა. დავიწყოთ იმით რო უფასოდ მოყვანილ ფეხბურთელში რომლის ხელფასიც 4000 ათასი დოლარი იყო და გუნდმა ერთ წელში ხელფასზე 48 ათასი დოლარი დახარჯა, პლუს პრემიები ბინის ქირა არ დაეხარჯებოდა 80 ათას დოლარზე მეტი მილიონ ცხრაასიათას ლარამდე გამოიმუშავა რაც საქართველოს კვალობაზე ძაან დიდი ფულია, მაგის გარდა გეილი გუნდს ჩემპიონატში და ევრო თასებზეც დაეხმარა და სხვა გუნდების ლეგიონერებივით სამ თვეში არ გაწყვიტა კონტრაქტი. ანუ რა გამოდის რო უფასოდ მოყვანილი ფეხბურთელი გუნდმაც გამოიყენა და საკმაოდ კარგ ფასადაც გაყიდა. ალალად თქვით რამდენი ქართული გუნდი გახსენდებათ ვისაც მსგავსი შემთხვევა ქონდა? და კიდევ ვისაც გგონიათ რო ტრანსფერის დროს ნებისმიერი გუნდი თუნდაც გრანდი იყოს მთლიან ფულს პირველივე ტრანშზე იხდის ცდებით. ყველა სატრანსფერო ოპერაცია ფინანსურად რამოდენიმე წელზეა გადანაწილებული. თუნდაც ბელინგემის რეალში ტრანსფერი რო ავიღოთ 6 წელში ანუ 2029 წელს უნდა დაფაროს რეალმა ბოლომდე თანხა. ასე რომ უაზრო კომენტარების წერას შეეშვით და დილას კრიტიკას კიდევ. დილას რო ლეგიონერები ჩამოყავს ისეთი დილაზე ბევრად მდიდარ ქართულ კლუბებს ვერ ჩამოყავთ. ბათუმის პრეზიდენტი არ იძახდა 12 ათას დოლარად ფეხბურთელი ვერ მოვიყვანეო? თბილისის დინამოზე ხო ლაპარაკიც არ ღირს.
გორელი
06 სექტემბერი 2023 02:08
2
ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეეთი
Erling Haaland
05 სექტემბერი 2023 20:17
0
ანუ ანაკომის სუპი შეხვდა დილას და ისიც განვადებით, არადა კარგი ფული შეიძლებოდა
რრრ
05 სექტემბერი 2023 19:52
1
ჯერ 660 000 რა არის თანამედროვე ფეხბურთში,მერე ნაწილი ჰონვედსო და მერე სამ წელზე განაწილებული 500 000 რა უნდა იყოს.გაუჩუქებიათ და ეგაა.მერე გვიკვირს რა სჭირთ ჩვენს კლუბებსო.
Master
05 სექტემბერი 2023 19:30
1
გორელებს რომ არ მოუწიათ მზითევის გაწყობა, ეგეც საქმეა...
დდდ
05 სექტემბერი 2023 23:11
1
საგადასახადოს უმალავენ თუ... მართლა მაგ ფასში თუ გაყიდეს, მაშინ დილას მენეჯმეტში რბილად რომ ვთქვათ სულელები ჰყოლიათ. თუ მეტში გაყიდეს და მალავენ რომ დიდი გადასახადი არ მოუწიოთ, მაშინ უკვე სხვა საკითხია...
ლევან88
06 სექტემბერი 2023 00:51
7
შენნაირი პროფესორი და შენნაირი მოლაყბებია ამ ქვეყანას რომ ღუპავენ. ან ვინ გაგიყიდია ან საიდან იცი ვინ რა ღირს მენეჯმენტს რო უწუნებ მაგ გუნდს?!!!! ალბათ კარტოფილი არ გაქვს გაყიდული და ესეთ კომენტარებს წერ.მიხედეთ თქვენს საქმეს და შეეშვით ამ საიტზე პროფესორიბას. გულის ამრევი ხალხი ვართ ეს ქართველები, საზიზღრები. მარტო ვაკრიტიკოთ და სხვას გაკეთებული დავუწუნით აქეთ ოროსნებმა ეგაა ჩვენი საქმე
ლევან
06 სექტემბერი 2023 03:09
2
ლევან კარტოფილი ნამდვილად არ გამიყიდია, მაგრამ ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესის მენეჯერი ვარ და მსგავს საკითხებში საკმაოდ ჩახედული ვარ. Ასე რომ შენ ხარ სავარაუდოდ ოროსანი და სხვაზე საუბრობ მასე. დილას მენეჯმენტს რაც შეეხება, სულელები იმიტომ ვუწოდე, რომ მაგაზე გაცილებით მეტს სთავაზობდნენ და არ გაყიდეს და გაყიდეს მესამედ ფასში, ე.ი. რა გამოდის? ან დამალეს რაღაც, ან მართლა სულელები არიან.
ლევან-ს
06 სექტემბერი 2023 12:48
0
წარმატებული მენეჯერი ვარო კი იძახი მარა ფეხბურთი ელემენტარულ დონეზეც კი არ იცი. როგორ გგონია ტრანსფერი რო კეთდება პირველს რას ითვალისწინებენ? მე გეტყვი ფეხბურთელის სურვილს. შეიძლება კონკრეტული გუნდი უფრო მეტს გთავაზობს მარა ფეხბურთელს არ უნდა იმ გუნდში გადასვლა და ძალით ხო არ გაუშვებ? თორე როგორ ფიქრობ დილას მენეჯმენტში ისეთი სულელები არიან რო მაგათზე იყო დამოკიდებული ერთი კონკრეტული გუნდი უფრო მეტს სთავაზობდა და ნაკლებად გაყიდეს? გგონია რო მათემატიკა მინიმალურ დონეზე არ იციან? აი შენ კიდევ გეტყვი რო არ იცი ფეხბურთი და ისევ ჯობია რაც იცი ის აკეთე შენ წარმატებულ ბიზნეს მიაწექი.
ლევან 888 იანს
06 სექტემბერი 2023 13:38
1
ვიტყოდი მარა რა აზრი აქვს? დარჩება ჩემი ნათქვამი ხმა ღაღადისა უდაბნოსა შინა. გამგები ისედაც გაიგებს რისი თქმაც მინდოდა.
უთქმელად ნათქვამი
05 სექტემბერი 2023 19:56
1
განვითარდით დროა უკვე
beqa
05 სექტემბერი 2023 19:57
0
ბოლოს ისე გამოვა, რომ დილას 1 ლარი დარჩება ამ ტრანსფერიდან :)
კირკიტა
15 სექტემბერი 2023 20:46
0

სიახლეები პოპულარული