თბილისის "დინამომ" ესპანელი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
"დინამო თბილისმა" ესპანელი მცველი კიკე ლოპესი დაიმატა. იგი ჩვენს კლუბს ავსტრალიური "მელბურნ ვიქტორიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კიკეს თამაში როგორც მარცხენა, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია.

კიკე ლოპესი "ალკორკონის" აღზრდილია. კარიერას განმავლობაში, იგი კიდევ ერთ ესპანურ გუნდში, "უნიონ ადარვეში" თამაშობდა. სამშობლოს გარდა, ლოპესი ასპარეზობდა მექსიკაში, სადაც "სან ლუისისა" და "კერეტაროს ღირსებას" იცავდა. 29 წლის მცველს ყაზახური "ასტანას" რიგებშიც უთამაშია.

"დინამო თბილისსა" და კიკე ლოპესს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. იგი ლურჯ-თეთრების რიგებში 30-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

საკლუბო კარიერა

2014-17 ალკორკონი
(ესპანეთი)
2017-18 უნიონ ადერვა (ესპანეთი)
2018-19 სან ლუისი (მექსიკა)
2019-20 კერეტარო (მექსიკა)
2021 ასტანა (ყაზახეთი)
​2022-23 მელბურნ ვიქტორი (ავსტრალია)

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
აქამდე გეკლდა მანდარინის მკრეფავები ეს რო არ მოგეთრიათ ? :D:D:D
იკა
16:51 15-09-2023
0
რაღაც ხდება ამ ყველაფრის უკან, შეუძლებელია ასე გაუმართლებელი სელეექცი ქონდეს კლუბს. ამხელა ბაზარია სამხრეთ ამერიკა და აფრიკა, სიხარულით მორბის ყველა ევროპაში და ესენი ვის დასდწვენ. ყველა შეუმდგარი ფეხბურთელი მოძებნეს
ტტ
02:41 15-09-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული