დენის ბუშნია თბილისის "დინამოს" შეუერთდა

AutoSharing Option
"დინამო თბილისს" ხორვატი შემტევი დენის ბუშნია შეუერთდა. ფეხბურთელი დინამოელთა რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. მისი ბოლო კლუბი სლოვენიური "ბრავო" გახლდათ. ახალგაზრდა ფლანგელს შეტევის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში.

დენის ბუშნია ხორვატიული "რიეკას" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ამ კლუბის გარდა, სხვადასხვა დროს მას ხორვატიულ "ისტრასა" და სლოვაკურ "სერედში" უასპარეზია.

რაც შეეხება ბუშნიას სანაკრებო კარიერას, იგი ხორვატიის 16-წლამდელთა, 19-წლამდელთა, 20-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრები გუნდების წევრი გახლდათ.

დენის ბუშნიასა და "დინამო თბილისს" შორის ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა. ხორვატი შემტევი "ლურჯ-თეთრების" რიგებში
25-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
სად პოულობენ ამ ყველასათვის უცნობი და გაუგებარი წარმომავლობის "ფეხბურთელებს"?სასაცილოა, სხვა რა კომენტარი უნდა გააკეთო
მიხო
17:40 15-09-2023
0
ამათ და ესეთების მოთრევას ნეტა როდის უნდა გაიგოთ და მერამდენე ცდაზე უნდა ნახოთ რო არ აქ აზრი .
იკა
16:45 15-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული