დენის ბუშნია თბილისის "დინამოს" შეუერთდა

AutoSharing Option
"დინამო თბილისს" ხორვატი შემტევი დენის ბუშნია შეუერთდა. ფეხბურთელი დინამოელთა რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. მისი ბოლო კლუბი სლოვენიური "ბრავო" გახლდათ. ახალგაზრდა ფლანგელს შეტევის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში.

დენის ბუშნია ხორვატიული "რიეკას" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ამ კლუბის გარდა, სხვადასხვა დროს მას ხორვატიულ "ისტრასა" და სლოვაკურ "სერედში" უასპარეზია.

რაც შეეხება ბუშნიას სანაკრებო კარიერას, იგი ხორვატიის 16-წლამდელთა, 19-წლამდელთა, 20-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრები გუნდების წევრი გახლდათ.

დენის ბუშნიასა და "დინამო თბილისს" შორის ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა. ხორვატი შემტევი "ლურჯ-თეთრების" რიგებში
25-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
Მეგრელია?
Ავტორს
03:14 14-09-2023
1
ამ ტრენერმა თუ ვერ გაქაჩა მე გარსიას დაბრუნებას ვისურვებდი დინამოში მაგარი ტრენერი იყო და თქვა მე დავბრუნდებიო
სიმართლე
00:24 14-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული