ქაოსი ამსტერდამში - რა ხდებოდა "აიაქსის" სტადიონთან "ფეიენოორდთან" მატჩის შეწყვეტის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეექვსე ტურში "აიაქსი" საკუთარ მოედანზე "ფეიენოორდთან" პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 მარცხდებოდა, რის შემდეგაც მასპინძელთა უკმაყოფილო ფანებმა პროტესტის ნიშნად მოედანზე ფოიერვერკების სროლა დაიწყეს და თამაში შეწყდა.

ამსტერდამელთა ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო გახლდათ, "აიაქსის" სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი კი ამ ინციდენტის შემდეგ სეზონის წარუმატებლად დაწყების შემდეგ გადააყენეს.

ინტერნეტში ვრცელდება კადრები, თუ რა ხდებოდა "აიაქსის" სტადიონთან "ფეიდნოორდთან" თამაშის შეწყვეტის მერე.

კადრებში ჩანს, რომ უკმაყოფილო ფანებმა სტადიონის შესასვლელი დააზიანეს და ვითარების განმუხტვა შემდეგ სამართალდამცველებმა სცადეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მთლად ამ ფორმით არა მაგრამ, ცოტა შეფაფხურება ჩვენი ფეხბურთის, რაგბის და კალაბურთის ფედერაციებსაც კი ჭირდებათ, ზომიერად რათქმაუნდა.
მახა
19:25 25-09-2023
1
ვან ბასტენმა თქვა გავაუქმოთ ფეხბურთი ჰოლანდიაშიო ამის მერე
Bidzia
01:31 26-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული