"კეთილი იყოს შენი დაბრუნება, "კვარადონა"! - იტალიური გამოცემები კვარაცხელიას თამაშს აღფრთოვანებით ეხმაურებიან

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. "უდინეზესთან" მოგებულ (4:1) შეხვედრაში ქართველმა გოლი და შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ამასთან ერთად კი, პენალტიც მოიგერია.

იტალიური გამოცემები ჩვენებურის ბრწყინვალე ასპარეზობას ეხმაურებიან:

La Gazzetta dello Sport 7.5: - "კეთილი იყოს შენი დაბრუნება, კვარადონა. 192 დღე ბოლო გოლის შემდეგ. მატჩის დასაწყისიდანვე ჩანდა, რომ მას გატანის სურვილი ჰქონდა. მან პენალტი მოიპოვა, ორჯერ ძელს მოარტყა, ჩოლიტოს საგოლე პასი გაუკეთა და გოლი ფანებთან ერთად იზეიმა".

Il Corriere dello Sport 8: - "ხვიჩამ პენალტი მოიპოვა, ძელს გაარტყა საჯარიმოს
გარედან მარცხენათი დარტყმული, ასევე მარჯვენა ფეხით დარტყმულიც გაარტყა ძელს. ორივე აპლოდისმენტების ღირსი იქნებოდა რომ გასულიყო".

Tuttosport 8: - "დიდებული მარათონი ჰქონდა. მან მისი თამაშის ხარისხი პირველივე წუთებიდან დაგვანახა. მან პენალტი მოიპოვა, რითაც "ნაპოლი" წინ გავიდა; ორჯერ ძელს მოარტყა ასისტი გააკეთა და გოლის სახით ნამდვილი მარგალიტი შექმნა 192 დღის შემდეგ".

Il Mattino 7.5: - "დიდებული დაბრუნება გამოუვიდა. ის გაბრაზებული ართმევს ბურთს ბაიოლს და 192 დღის შემდეგ პირველი გოლი გააქვს. მაგრამ არამხოლოდ ეს, მან ასევე ორჯერ ძელს მოარტყა ბურთი, კარგად აკონტროლებდა ბურთს. დიდებული და ჰიპერაქტიური იყო და ყოველთვის თამაშში იყო ჩართული და თამაშიდან მაშინაც არ გამქრალა, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ".
მკითხველის კომენტარები / 19 /
დასაბრუნებელი არაფერი ჰქონდა, არც არსად წასულა, მისი თამაშის ხარისხი იგივე და უკეთესიც კი იყო მარა პრიმიტიულებს მაგას რას გააგებიებ. დადებდნენ 5 ლარს კვარას გოლზე და რომ ვერ გაიტანდა იგინებოდნენ, ეგ ხალხია უმრავლესობა საქართველოში, ვითომ გულშემატკივარი და ამათი კომენტარების განხილვა სასაცილოც კია. ვისაც ფეხბურთი ესმის ის კი ხვდება რომ კვარას ჩავარდნა არ ჰქონია.
ვერ მოგებული 5 ლარი, გაჭირვება და ზიზღი აყვირებს ჩვენს საწყალ ხალხს თორე მაგრად ჰკიდიათ კვარას ფორმაში ყოფნა. პირიქით უხარიათ კიდეც.
ეგერ ტიკტოკზე უცხოელები სულ ფენომენს უწოდებენ და ლუზერი ქართველები შევარდნენ, დაგვიჯერეთ ქართველები ვართ და უკეთ ვიცით, არაფერი ფეხბურთელი ეგ არაა, 6 თვეა გოლი არ გაუტანიაო:დდ
ასე გააგრძელეთ.
ამიტომაც გექნებათ ამ ქვეყანაში მუდამ ჩამპალი ეროვნული ჩემპიონატი, ამიტომაც არავის მოუნდება ამ ქვეყანაში თამაში და ამიტომაც იქნება ნაკრები წარუმატებელი. ვერცერთი ნაკრები ერთი ფეხბურთელით წარმატებას ვერ მიაღწევს.
ლუზერებს
09:30 29-09-2023
4
Რამდენ ბოღმას ანთხევს ზოგიერთი კლავიატურის ჭია.
ცუდას რად უნდა მტერობა
Კარგია მუდამ მტრიანი.
თედო
03:31 29-09-2023
1

სიახლეები პოპულარული