თელავი 2:1 დილა
"თელავმა" ზედიზედ მესამედ მოიგო და საერთოდ, ბოლო 8 მატჩიდან 6 გამარჯვება აქვს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა ამჯერად გორის "დილას" აჯობეს.
თავიდან "დილა" დაწინაურდა, როცა ონორე გომისმა გიორგი გაფრინდაშვილის ჩაწოდების მერე გაიტანა - 0:1.
ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ირაკლი რუხაძის გოლით გაათანაბრეს, ხოლო გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე
"თელავი" მეშვიდე ადგილზე რჩება, "დილა" კი მეოთხეზეა.
სამგურალი 0:3 სამტრედია
"სამტრედიამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, თუმცა მერვე ადგილზე რჩება. ჩრდილომაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილებმა ზესტაფონში სძლიეს წყალტუბოს "სამგურალს"...
სწრაფი გოლი: სერბმა სტრაჰინია პავიშიჩმა კუთხურის მერე არეულობისას გადაგზავნა ბურთი კარში. პირველი ტაიმის შუაში კი სამტრედიელი დავით უბილავას ჩაწოდებულს ნიკა კალანდარიშვილის ავტოგოლი მოჰყვა - 0:2.
მეორე ნახევარში კი ჩრდილომაკედონიელმა ალეკსანდარ მიშოვმა დაასრულა კარგი კომბინაცია. ბოლო პასი ზვიად ნაჭყებიასი იყო. 0:3.
"სამტრედიაზე" დავწერეთ, "სამგურალი" კი მეხუთე ადგილზეა.
ტორპედო 0:3 დინამო ბთ
"დინამო ბათუმმა" ქუთაისში მოიგო "ტორპედოსთან" და ათქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ "დინამო თბილისს" "საბურთალოსთან" სათამაშო აქვს.
ბათუმელებმა "ტორპედოს" სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუტანეს. 55-ე წუთზე გიორგი ზარიამ საკუთარი ნახევრიდან წაიღო ბურთი და ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით. რამდენიმე წუთში კი პაატა ღუდუშაურის პასს მოჰყვა ჯოვინო ფლამარიონის ახლოდან ზუსტი დარტყმა - 0:2.
ბრაზილიელ ფლამარიონს მიმდინარე კრისტალეთ ეროვნულ ლიგაში 15 გოლი მოუგროვდა და პირველ ადგილზეა ბომბარდირებში.
მესამე გოლი კი ღუდუშაურმა მიითვალა გრიგოლ ჩაბრაძის გადაცემის შემდეგ - 0:3. ღუდუშაურს 9 გოლი აქვს მიმდინარე სეზონში და ცხრავე სხვადასხვა მატჩში.
ბათუმელებზე დავწერეთ, ტორპედო კი ცხრილში მეექვსე საფეხურზეა. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ "ტორპედო"-"დინამო ბათუმის" ერთ-ერთი გმირი სტუმართა მეკარე როინ კვასხვაძე იყო. მან ყოფილ თანაგუნდელებს რთული ბურთები აუღო.
erovnuliliga.ge
ჩვენწელთაღრიცხვიდან მოყოლებული (როოგც წინა პოსტებში აღნიშნეთ) საქართველოს ნაკრებშიც, ავადსახსენებელი სსრკ-ის ნაკრებშიც,
ევროპული ქვეყნების ჩემპიონატებშიც უთამაშიათ, ტიტულებიც ჰქონიათ, პირადი აღიარებაც, ჩემპიონთა ლიგაზეც და სხვა ევროტურნირებზეც უასპარეზიათ.
იმედია ხვდებით, რომ აქ ხვიჩა და ზურიკო არაა ნაგულისხმები, რომლებიც რამოდენიმე თვით იყვნენ და არ აღუზრდია ბათუმის.
ისევე როგორც გორის დილას არა აქვს შეხება ბიძინაშვილის, მოსიაშვილი, ღუდუშაურის და კაპანაძის საფეხბურთო კარიერის საწყისებთან და აღზრდასთან ))
კიდე ერთს გეტყვი ისე, აგერ რომას კომენტარი წაიკითხე და თუ ვერ გაიგებ, ბათუმში გეყოლება ვინმე ნაცნობი, გადაურეკე და აგიხსნის მნიშვნელობას.
Ნემსაძესაც შეთავაზა დინამო თბილისმა უფრო მეტი ხელფასი,მაგრამ სანამ სეზონი არ ჩაამთავრა არ გაქცეულა დინამოში.
Და თუკი დემჩენკომ მისცა რამე დილას,დილამაც წარმოაჩინა კარგი თამაშით დემჩენკო როგორც მწვრთნელი თორე დაიფიცე გორის დილამდე შენ თუ გაგეგო დემჩენკო როგორც ფეხბურთელი ან მითუმეტეს როგორც მწვრთნელი.რბილად რო გითხრა არც დემჩენკოს საქციელია კაცური და შენ რასაც იძახი ეგ საერთოდ მასე თუ მოიქცევი შენც(მეტი ხელფასის გადახდასთან დაგაკავშირებით) გირჩევ კაცები რო დაიხოცებიან მერე გამოდი გარეთ,მანამდე იჯექი სახლში.
მერე მეორე ჩვენწელთაღრიცხვიდან დღემდე გაზრდილა ბათუმში ოციოდე ფეხბურთელი მაინც, თქვენ თუ არ იცით გორშივე კითხეთ კლუბის ვეტერანებს :)
ან დემჩენკო თუ არ იცოდით როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელი გორამდე, ესეც მიუთითებს მეტ-ნაკლებად ფეხბურთში გაუთვითცნობიერებლობაზე ან გორიდან ბათუმში გადასული სამი-ოთხი ფეხბურთელიც მანამდე წინა წლებში ქუთაისი-საბურთალო-ვიტ ჯორჯია-ზესტა-სამტრედია-გაგრა და ა.შ. მოთამაშეები რომ იყვნენ უფრო დიდი პერიოდით ესეც სიახლე იქნება ალბათ თქვენთვის :)