კიდევ ერთი უცხოელი მწვრთნელი ეროვნულ ლიგაში - "თელავი" ბერძენ სპეციალისტს ჩააბარეს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის "ბინადარმა" "თელავმა" გვაუწყა, რომ "საბურთალოში" წასული გიორგი მიქაძე 51 წლის ბერძენმა სპეციალისტმა გეორგიოს კოსტისმა ჩაანაცვლა.

"გეორგიოს კოსტისი დაიბადა 1972 წლის 7 ოქტომბერს ტრიკალაში (საბერძნეთი) - ფეხბურთელობისას გახლდათ გერმანული "ნიურნბერგის", ბერძნული კლუბების ("ირაკლისი", "პანახაიკი", ვოლოსის "ოლიმპიაკოსი) და კვიპროსული კლუბების (ნიქოზიის "ოლიმპიაკოსი", პაფოსის აელ, კატოკოპიასის "დოქსა", არადიპუს "ომონია") მოთამაშე, კარიერა 2011 წელს დაასრულა და ფაქტობრივად, მაშინვე დაიწყო მწვრთნელობა კვიპროსის ცნობილ და ტიტულოვან კლუბ "აპოელში", სადაც 10 წელი გაატარა. გახლდათ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პირველი თანაშემწე და ერთხანს მთავარი მწვრთნელიც", -
წერს კახელთა Facebook-გვერდი. 

ამრიგად, მივიღეთ მოცემულობა, რომ ეროვნულ ლიგაში ქართველი მწვრთნელი მხოლოდ ორ გუნდს, "საბურთალოს" და "გაგრას" ჰყავს,, რადგან გორის "დილაშიც" მალე ოფიციალურად
არგენტინელ დამრიგებელს წარადგენენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგრე რა ასევე უნდა გაიზარდოს ლეგიონერების რაოდენობა ათლეტი ძლიერი ლეგიონერების ათლეტების თქვენ ეძებთ მარადონებს
giorgi
15:54 10-10-2023
0
სხვათაშორის ქეცბაიას თანაშემწეც იყო აპოელში.
მეზღვაური
17:17 10-10-2023
0

სიახლეები პოპულარული