"შოტლანდიელებო, მადლობლები იყავით, რომ უკვე გახვედით, რადგან საქართველოში..." - სტივ კინი მატჩამდე Dailymail-ს ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა სტივ კინმა, dailymail-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ჩვენთვის საინტერესო ნაწყვეტებს ინტერვიუდან, სადაც კინი საქართველოს ნაკრებსა და ქართულ ფეხბურთზე საუბრობს. 

"შოტლანდიელები მადლობლები უნდა იყვნენ, რომ უკვე შეძლეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რადგან მათ ახლა საქართველოსთან უწევთ შეხვედრა. საქართველოსთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ჩაიარა შესარჩევმა ეტაპმა. შოტლანდიამ იცის წარსულის მატჩებიდან, რომ მათ საქართველოში ძალიან მტრული გარემო დახვდებათ და საქართველო მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს წარუმატებელი
შესარჩევი ჰქონდა, გულშემატკივრები თბილისში აქტიურად ქომაგობენ მათ. ისინი შოტლანდიელებს ჰგვანან. ისინი ისეთი ამაყები და პატრიოტები არიან, რომ წინა შედეგები და თამაშები უმნიშვნელოა, რადგან საქართველო მაინც მთელი ძალით ითამაშებს.

ეს არის ქვეყანა, რომელსაც ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. მაგალითად, მამარდაშვილი, რომელიც "ვალენსიას" მეკარეა და რომლის მიმართაც სერიოზულ ინტერესს იჩენენ. კვარაცხელია "ნაპოლიში" ბრწყინვალედ თამაშობს და როდესაც მათ უყურებ, ფიქრობ, რომ უფრო მეტი მათგანი უნდა თამაშობდეს უკეთეს ჩემპიონატებში. არაა გამორიცხული, რომ ინგლისურმა კლუბებმა უკვე ისე აქტიურად დაიწყონ მათზე დაკვირვება, როგორც იტალიელებმა.

ნაკრების უმეტესობა ფეხბურთელი არ თამაშობს საქართველოში, მაგრამ ყველამ საქართველოს ჩემპიონატში დაიწყო თამაში. ასე რომ, ამ ჩემპიონატში ძალიან ბევრი მოთამაშეა, რომლებიც მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ და არ გამიკვირდება, რომ იტალიური კლუბები სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს, რომ ეს ფეხბურთელები ხელში ჩაიგდონ.

მე უკვე მკითხა რამდენიმე მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელებზე და მე ყოველთვის გულწრფელი ვარ მათთან. ჩვენ გვყავს კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები, მათ შორის, ძალიან კარგი 19 წლის ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელიც ახლა ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად არის. ის ტოპ-მოთამაშეა და უახლოეს წლებში მის სახელს ძალიან ხშირად გაიგებთ. ის ძალიან ძლიერი, სწრაფი და აგრესიული მცველია. მე არ მგონია, რომ ჩვენ მის შენარჩუნებას შევძლებთ, რადგან იტალიური კლუბები აქტიურად აკვირდებიან მას. ის აუცილებელად კარგ კლუბში აღმოჩნდება.

გიორგი არაბიძეს, ჩვენს მარჯვენა ვინგერს, ასევე შეუძლია ტოპ-დონეზე თამაში. კვარაცხელია დიდებულია, მაგრამ მისი მსგავსი ფეხბურთელები სხვებიც არიან ეროვნულ ჩემპიონატში", - თქვა კინმა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ზაზა ჯანაშიას აჯობა საქართველოს სიყვარულში და გულშემატკივრობაში!!!ჯანაშია კი ჩვენი ოკუპანტის დიდი გულშემატკივარია.
**
15 ნოემბერი 2023 18:41
10
ქუთაისში ყოველთვის იზრდებოდნენ მაგარი ფეხბურთელები და ყურადღება უნდა მიექცეს იქაურ ბავშვებს, ამ ქალაქში უნდა იყოს აუცილებლად კარგი საბავშვო აკადემია(ები), აი მერე ნახეთ რა თაობები წამოვა.... იგივეს ვიტყვი სამეგრელოზე, მარტო დინამოს და საბურთალოს აკადემიებით(დიდი მადლობა და პატივისცემა მათ ყველაფრისთვის) შორს ვერ გავფრინდებით...
Givi
15 ნოემბერი 2023 18:18
1
რა იზრდება ქუთაისში ბავშთა ასაკში სამტრედია სამი წელია ბურთს ახევს თავზე ტურნირია თუ ჩემპიონატი.
ივერი
19 ნოემბერი 2023 17:31
0
გეთანხმებით ბატონო გივი, აუარება რესურსი აქვს საქართველოს ასათვისებელი სამეგელოს, გურიის, აჭარის, რაჭის და განსაკუთრებით ქუთაისის სახით. ცხონებული ხურციძის შემდეგ შეწყდა დიდ ფეხბურთელთა ნაკადი ქუთაისიდან. ტალანტები რეგიონებში იბადებიან და მათი აღმოჩენა და გამოჩენაა საჭირო. მარტო თბილსზე ჩამოკიდება წინ ვერ წაგვიყვანს, რადგან მრავალ ათეულ მილიონიან ქვეყნებთან გვიწევს ჭიდილი. ეს განსაკუთრებოთ აქტუალურია მას შემდეგ რაც ქართულ ფეხბურთს ჩაეხსნა აფხაზეთის და ე. წ. „სამხრეთ ოსეთის რესურსები.
გიზოგ
16 ნოემბერი 2023 11:03
0
უ 19 ში რატომ არაა გოვლიჩიძე?
ვანჩოპე
15 ნოემბერი 2023 17:23
2
ჰაიტ ხმალი და ხინკალი მომგვარეთ.
ქართველებზე კარგად ფეხბურთს არავინ თამაშობს .
ანთიმოზ
15 ნოემბერი 2023 17:18
2
ლულა ქაბაბი , ბადრიჯანი დუმაში, კიტრი პამიდორი მYელ-მთელი და ჩურჩეხელა ან ჯანჯუხი ხურმის ჩირით.
კოლორიტო
15 ნოემბერი 2023 22:47
0
ბრავო სტივს ის პიროვნულადაც დიდებული ადამიანი ყოფილა. ქართულ ფეხბურთზე თუ ფეხბურთელებზე ვეჭვობ ასეთ ნიუანსებში ეხლანდელი ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ერკვეოდეს. თუ ბატონი კერესელიძე მოაცილებს ტორპედოში კიდევ მრავლად დარჩენილ ბალასტს და მოუყვანს ამ კაცს 4-5 მაღალი ხარისხის ლეგიონერს, დარწმუნებული ვარ ის ტორპედოს გაიყვანს რომელიმე ევროტურნირზე ყველაზე დიდი 2-3 სეზონში და შესაბამისად რამოდენიმეჯერ გახდის გუნდს საქართველოს ჩემპიონს.
Almagro
15 ნოემბერი 2023 15:16
4
საიდან ესეთი ოპტიმისტური დასკვნა? ერთი ორი ფეხბურთელი რო შეაქო მაგიტო?:) ვინ გაუყვანია ან საერთოდ რა შედეგი უჩვენებია რო ტორბედო გაგყავთ ევროტურნირებზე::))
მათე
15 ნოემბერი 2023 16:06
27
კვარას მსგავები თუ გვყავს ეროვნულ ჩემპიონატში, დაგვანახეთ ბიჭო) გამოგვადგება.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
15 ნოემბერი 2023 15:14
4
ჩემი ღრმა რწმენით, ბოლო თამაშები სულაც არარის უმოტივაციო და ამას ბრიტანელი მწვრთნელიც ადასტურებს. თუ კი ჩვენ შევძლებთ თუნდაც ერთის მოგებას და მეორის ფრედ დამთავრებას, რა სულაც არ არის ფანტასტიკის სფერო, მაშინ ჩვენ შევალთ ფიფას რეიტინგში 70 გუნდში, ეს კი ფართოდ გაუხსნის სამუშაო ვიზას ჩვენს ფეხბურთელებს, როგორც ბრიტანულ ისე სხვა ტოპ ლიგებში. განსაკუთრებით კი ბრიტანული ფეხბურთის ლიგებია საინტერესო ქართველი ფეხბურთელებისთვის, სადც როგორც გვახსოვს ბევრქართველ ფეხბურთელს გაუხსნა გზა დიდ ფეხბურთში. ამიტომ დიდი მობილიზებით თამაშები გვმართებს მომავალ ორ მატჩში, თანაც ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი მათთან. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო!
გიზოგ
15 ნოემბერი 2023 15:12
2
ჩააბარეთ ამ კაცს ნაკრები, არ შეიძლება!? ტორპედოს თამაში რადიკალურად შეცვალა ამ ადამიანმა მისვლისთანავე იმ მოთამაშებიით, რომლებიც მანამდე შედეგს ვერ დებდნენ! აი ეტალონი, როგორი უნდა იყოს მწვრთნელიც და ფსიქოლოგიც ერთ ადამიანში!
მწვრთნელი
15 ნოემბერი 2023 14:55
6
მიხარია, რომ ასეთი მწვრთნელი საქართველოში მუშაობს.
motivatori
15 ნოემბერი 2023 14:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული