დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია

AutoSharing Option
"ლელოს" ინფორმაციით, ბათუმის "დინამოში" დიდი ცვლილებებია. ეროვნული ლიგის ჩემპიონთა რიგებს მეკარეები გიორგი ბეგაშვილი და ანტონ ჩიჩკანი, მცველები - გოგა ჩაბრაძე, გიორგი რეხვიაშვილი და საშა ბალიჩი, დანიელი შემტევი ალექსანდარ იაკობსენი, თავდამსხმელი მათე ვაწაძე დატოვებენ. ამას გარდა, უკრაინელი ნახევარმცველი ივან ლიტვინენკო იჯარით კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

ჯერ არც ის არის ცნობილი, დატოვებს თუ არა გუნდს გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი ზარია, რომელსაც ევროპაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ამ მომენტისთვის უცნობია, გააფორმებს თუ არა კონტრაქტს რომელიმე კლუბთან. გუნდი ამ მიზნით დატოვა ირაკლი
ბიძინაშვილმაც.

ბათუმელთა რიგებში რჩებიან გიორგი წიტაიშვილი, მეკარე როინ კვასხვაძე, ასევე ვიტინიო და პაატა ღუდშაური. ბენჯამინ ტეიდს კი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ "ლელო" წერს, რომ "დინამომ" "დილადან" სამი ფეხბურთელი წამოიყვანა. დემჩენკოს განკარგულებაში მისი სამი ყოფილი შეგირდი, ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა და ონორე გოისი იქნება. მოქმედმა ჩემპიონებმა თბილისის "დინამოდან" ბარნს ოსეიც გადაიბირეს, ამავე გუნდის თავდამსხმელ და კაპიტან დავით სხირტლაძესთან კი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

რაც შეეხებათ ლეგიონერებს, მოლაპარაკება მიმდინარეობს ტირასპოლის "შერიფის" 28 წლის კამერუნელ ცენტრალურ მცველ გაბი კიკისთან. გუნდი ორი თავდამსხმელს ელაპარაკება - ჩრდილოეთ მაკდონიის ნაკრების ფორვარდს, ასევე, ტოგოს ნაკრების თავდამსხმელ ულოგე პლაკას, რომელიც ამჟამად სოლიგორსკის (ბელარუსი) "შახტიორში" თამაშობს.

უკრაინელმა მწვრთნელმა ორი შეკრება დაგეგმა და ორივე - თურქეთში: პირველი იქნება 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე, ხოლო მეორე - 6-22 თებერვალს.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ამდენი ლეგიონერი თუ ითამაშებს, რათ გინდათ ასეთი გუნდი. უცხოელების საყურებლად უნდა იაროთ.
Gg
20 იანვარი 2024 11:41
0
ბათუმს რო დინამო ეწოდა მერე იყო თბილისის დინამო და გორის დინამოს გყოლიათ თანაც ორჯერ დაიბრუნეთ ეგ სახელი და თუგინდათ ისევ დინამო დაირქვით ფეხბურთელები აღარ გაგექცევიან.ბათუმს იშვიათად ქონია ევროპაზე გასვლის შანსები რადგან ყოველთვის ადგილის შენარჩუნებას ცდილობდა ლიგაში.ბოლო წლებია გაიმართა წელში და მაშინვე აღმოსავლეთიდან წამოვიდა შეტევა არც გამკვირვებია.ფოთიც გადმოვიდა და იმედია დასავლეთის გუნდები გაგიშვებენ მეორე ლიგაში სადაცაა თქვენი ადგილი
ბათუმი
09 იანვარი 2024 22:44
2
ნეტავი რა აგივარდა თავში, დილა ბათუმზე ადრე გახდა საქართველოს ჩემპიონი და რა ტრადიციები გაქვთ ისეთი ასე რომ თავკერძობ. დინამო თბილისის დასუსტებამ მოგიტანათ ეს ჩემპიონობა და არა თქვენმა სიძლიერემ. ერთი ეტაპი მაინც გაიარეთ ევრო ტურნირზე და მერე იბლატავე, არ გრცხვენია?
ევგენი
12 იანვარი 2024 22:04
0
თუ ძმახარ არმითხრა ეხლა ეს სამი ზანგი ბათუმმა როიყიდა დილას გაზრდილია?
........
09 იანვარი 2024 22:17
0
ყოჩაღ, ჭკვიანი მწვრთნელია და კარგ გუნდს შეკრავს მგონია. ისე სახელს რომ შეიცვლიდეს და სკ ბათუმი რომ იყოს არა? რა ჯანდაბაა ეს დინამო მითუმეტეს როცა არანაირი თასი და წარმატება არ გაკავშირებს ამ სახელთან
გუჯი
26 დეკემბერი 2023 22:44
1
რო იძახი ბათუმის გშურთო ვის რატო უნდა შურდეს ბათუმის? რა გუნდი თქვენ ხართ? 100 წლის გუნდი ხართ და ერთი ფეხბურთელი არ გაგიზრდიათ, ახალგაზრდულ ევროზე ყველა ლიდერ გუნდს მინიმუმ ერთ ფეხბურთელი მაინ ყავდა და თქვენ რამდენი გყავდათ ნაკრებში? არც ერთი!!! ან რომელ გულშემატკივარზე ლაპარაკობ საკუთარ გუნდს რო ებუტებით და თამაშებზე რო არ დადიხართ ხოლმე? ისე მართლა ზედ გამოჭრილია თქვენზე ბათუმის გორის დილა.
ბათუმელს
26 დეკემბერი 2023 16:10
5
უკვე კომიკური გუნი გახდა და ეს ახალი სახელიც მაგრა უხდება. ბათუმის გორის დილა.დ.დ.
barca
26 დეკემბერი 2023 03:44
3
ტრანსფერები ბარსელონადან რეალში გაკეთებულა და შენ რას კომიკობ დილა გორიდან გადასვლაზე? რამნიშვნელობა აქვს საიდან შეივსება ბათუმი. დილა გორს იმის ტრაკი მაინც არ აქვს კაი ფეხბურთელი შეინარჩუნოს
ბათუმი
26 დეკემბერი 2023 15:10
5
Soflis chempionatis mosagebad ise rato yrit fulebs?aqaurebi daasaqmet da ufro iafi dagijdebat.qveynis garet yvela gigebt da azri?
Gia
25 დეკემბერი 2023 21:13
3
ბათუმის გორის დილა ძლიერდება! აბა ბიჭოს! მარა, მათი მიზანი თუ მხოლოდ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპია კაიბატონო მარა დავიჯერო არ უნდათ ჯგუფში გასვლა? ან საქართველოს გარეთ ვერავინ ნახეს? მაგიტოა მაჩანჩალებივით გამოდიან.
Alli
25 დეკემბერი 2023 19:40
5
რაო? ბათუმი უკეთესი გუნდიაო?ბათუმი არ იყო სამარცხვუბიდ გამოცარსა ევროტურნირებიდან, დილამ კი საკმაოდ შროს მოახერხა გასვლა. ბათმულები ხო არ არიან დაბოღნილები გორელებზე და ცდილობენ ბათუმის დილა შეკრან? იმენა შეპყრობილები არიან დილათი, არ გამოდის თორემ სახელსაც და ლოგოსაც წაიღებდნენ.
Dima
25 დეკემბერი 2023 19:35
1
კვასხვაძე არ დაგეკარგოთ კვასხვაძე. ვაი თქვენს პატრონს.
გფფ
25 დეკემბერი 2023 17:08
4
ჩვენი პატრონი მშვიდადაა და შენს პატრონს მიხედე ძმურად
ბათუმი
09 იანვარი 2024 22:19
0

სიახლეები პოპულარული