დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია

AutoSharing Option
"ლელოს" ინფორმაციით, ბათუმის "დინამოში" დიდი ცვლილებებია. ეროვნული ლიგის ჩემპიონთა რიგებს მეკარეები გიორგი ბეგაშვილი და ანტონ ჩიჩკანი, მცველები - გოგა ჩაბრაძე, გიორგი რეხვიაშვილი და საშა ბალიჩი, დანიელი შემტევი ალექსანდარ იაკობსენი, თავდამსხმელი მათე ვაწაძე დატოვებენ. ამას გარდა, უკრაინელი ნახევარმცველი ივან ლიტვინენკო იჯარით კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

ჯერ არც ის არის ცნობილი, დატოვებს თუ არა გუნდს გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი ზარია, რომელსაც ევროპაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ამ მომენტისთვის უცნობია, გააფორმებს თუ არა კონტრაქტს რომელიმე კლუბთან. გუნდი ამ მიზნით დატოვა ირაკლი
ბიძინაშვილმაც.

ბათუმელთა რიგებში რჩებიან გიორგი წიტაიშვილი, მეკარე როინ კვასხვაძე, ასევე ვიტინიო და პაატა ღუდშაური. ბენჯამინ ტეიდს კი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ "ლელო" წერს, რომ "დინამომ" "დილადან" სამი ფეხბურთელი წამოიყვანა. დემჩენკოს განკარგულებაში მისი სამი ყოფილი შეგირდი, ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა და ონორე გოისი იქნება. მოქმედმა ჩემპიონებმა თბილისის "დინამოდან" ბარნს ოსეიც გადაიბირეს, ამავე გუნდის თავდამსხმელ და კაპიტან დავით სხირტლაძესთან კი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

რაც შეეხებათ ლეგიონერებს, მოლაპარაკება მიმდინარეობს ტირასპოლის "შერიფის" 28 წლის კამერუნელ ცენტრალურ მცველ გაბი კიკისთან. გუნდი ორი თავდამსხმელს ელაპარაკება - ჩრდილოეთ მაკდონიის ნაკრების ფორვარდს, ასევე, ტოგოს ნაკრების თავდამსხმელ ულოგე პლაკას, რომელიც ამჟამად სოლიგორსკის (ბელარუსი) "შახტიორში" თამაშობს.

უკრაინელმა მწვრთნელმა ორი შეკრება დაგეგმა და ორივე - თურქეთში: პირველი იქნება 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე, ხოლო მეორე - 6-22 თებერვალს.
მკითხველის კომენტარები / 26 /
კვასხვაძე არ დაგეკარგოთ კვასხვაძე. ვაი თქვენს პატრონს.
გფფ
17:08 25-12-2023
4
და საერთო ჯამში მივიღებთ საგრძნობლად დასუსტებულ დილას და ვითომ გაძლიერებულ ბათუმს, რომელიც ევროპაში პირველ ეტაპს ან გადალახავს რის ვაი ვაგლახით ან ვერ გადალახავს საერთოდ... ასე შორს ვერ გავფრინდებით, საჭიროა 3-4 კარგი ლეგიონერი უცხოეთის ნორმალური კლუბებიდან და რამდენიმე ნიჭიერი ბავშვი აკადემიებიდან... ან გამოცდილი კადრების დამატებაც შეიძლება მაკარიძე სად არის? გვილიაც შეიძლება ან ყაზაიშვილს გადაუხადონ კარგი ხელფასი და ჩამოიყვანონ, რომ თამაშობს ეგზოტიკურ ქვეყნებში...
Givi
15:27 25-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული