"თელავი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ გუნდის მწვრთნელად ოლეგ ვასილენკო დანიშნეს:
"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ჩვენს გუნდს 50 წლის რუსი სპეციალისტი ოლეგ ვასილენკო გაწვრთნის.
ოლეგ ვასილენკო: "გამარჯობა (ქართულად). მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ქართულს აქეთ მალე მასწავლით. გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. "თელავის" შესახებ მართლაც ბევრი ვიცი და მჯერა, ერთობლივი, მუხლჩაუხრელი მუშაობით ბევრ მივაღწევთ და უფრო მეტად განვვითარდებით. ბიჭებო, დავიხარჯოთ მაქსიმალურად, ვიმუშაოთ საერთო საქმისთვის, წარმატებისთვის. ზოგადად, ბევრმა
შეიძლება საქართველოში ვერ გამიგოს და მერწმუნეთ, კრიტიკისთვისაც მზად ვარ, თუმცა მე საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ჩემი დიდი ხნის ნატვრაც ავიხდინე. ვიმეორებ, მე აქ ჩამოვედი წარმატების მისაღწევად და გულით მინდა, საფეხბურთო კლუბი "თელავი" ევროპაზე გავიყვანო და ევროთასებზე ვითამაშოთ".
ოლეგ ვასილენკო დაიბადა 1973 წლის 6 ოქტომბერს სტავროპოლში (რუსეთი) - ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის ყოფილ თანაშემწეს მართლაც, რომ მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, ბოლოს ვლადიკავკაზის "ალანიას" თავკაცი გახლდათ, იქამდე კი სხვადასხვა დროს კურსკის "ავანგარდის", სარანსკის "მორდოვიას" და ვორონეჟის "ფაკელის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
ოლეგ ვასილენკომ მწვრთნელობა 1996 წელს, მშობლიურ "სტავროპოლში" დაიწყო, მერე ცსკას აკადემიის ახალგაზრდული სექტორი ებარა, იქიდან კი მიეწყო "ჟემჩუჟინა", "სატურნი", ბელარუსის მინსკის" დინამო", "კრასნოდარი", "ანჟი", "ურალი", "სოჭი", ლატვიის "რფს რიგა", ლიეტუვას "ტრაკაი", კალინინგრადის "ბალტიკა" და ამ კლუბებში უმეტესწილად მთავარ მწვრთნელად იდგა, გუუს ჰიდინკის თანაშემწედ კი მახაჩყალის "ანჟიში" 2012/2013 წლების სეზონში მუშაობდა და თვით ლეგენდარულ ბრაზილიელ რობერტო კარლოსს ავარჯიშებდა".
რუსეთზე მეტს არ იმსახურებთ
აღარ გაგატანიბებთ თქვენსას!!!!
ნაცებს რა დანაშაულიც აქვთ ჩადენილი, შენი საყვარელი ქოცობა მათთან გარიგებაში რომ არ იყოს შესული, ახლა ეგ პარტია აკრძალული იქნებოდა, ხოლო მისი წევრები ციხეში იჯდებოდნენ სამშობლოს ღალატისთვის.
თუმცა საპირისპიროს კი ვხედავთ. ორივე ეგ პარტია ქვეყნის მტერია, ხოლო თუ ქართველ კაცს რუსები არ უყვარს, ნაცი არაა.
შემირცხვენია ის ქართველი, ვინც რუსს მტრად არ აღიარებს.
თფუ