ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს

AutoSharing Option
26 წლის თავდამსხმელი გიორგი მელქაძე უკმაყოფილო იყო რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "სოჭში" სათამაშო დროის სიმცირით და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

"მადლობა ყველაფრისათვის", - დაემშვიდობა "სოჭი" მელქაძეს.

მელქაძე მოსკოვშია დაბადებული. თამაშობდა „სპარტაკში“, „ტოსნოში“, „ტამბოვში“, „ახმატსა“ და „სოჭში“. ის რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 8 მატჩში საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

2023 წლის სექტემბერში მელქაძემ "სპორტ-ექსპრესს" განუცხადა, რომ გუნდის დატოვებას არ გამორიცხავდა და ახლა ცნობილი გახდა, სად გააგრძელებს კარიერას - Georgian Footy-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ გიორგი ხელშეკრულებას
ბათუმის "დინამოსთან" გააფორმებს.

ადრე მელქაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი ჰქონდა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ მოქალაქეობის გამოცვლას არ აპირებდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
Ვისაც კი ოდისმე სამშობლოს სამსახურზე უარი უთქვია ყველას საქმე უკან უკან წავიდა დაწავა.მე კი არ მინდა-ბუნების კანონია ასეთი!!!!
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
16 იანვარი 2024 20:09
1
ეს იძახდა არ მინდა საქართველოო, მე მოსკოველი გრუზინი ვარო..
რა დაემართა ვითომ, ეძინა და საქართველო შეუყვარდა ,?? თუ,?? კვდება რუსეთში ფეხბურთი??, ისედაც არ იყო დონე …
ბათუმს რათ უნდა ფეხბურთელი რომელმაც სოჭში ვერაფერი ქნა?? ნონსენსია რა
Geo
15 იანვარი 2024 14:42
3
ეს რად გვინდა? არც არაფერი ფეხბურთელია და თან გარუსებული...
ვენეციის კომისია
15 იანვარი 2024 13:22
2
ეს თუ გადმოვიდა კარგი იქნება ბათუმისთვის საჭირო ფეხბურთელი იქნება რუსულ პრემიერ ლიგაში როცა თამაშობდა შეტევას ამწვავებდა ბათუმის დონის ფეხბურთელია კაპანაძე და ვაწაძეზე ბევრად მაღლა დგას
ბალეშიკ
15 იანვარი 2024 11:41
10
სად გამოქექეს
გენა
15 იანვარი 2024 08:05
2
არ მიდის ბათუმში.
სერიოზული პრიდლაჟენია აქ ფოთიდან და იქ გადავა დღე-დღეზე
პერეგავორა
15 იანვარი 2024 02:05
3
მოკლედ არ უნდათ რა ბათუმი ევროთასებზე მოხვდეს .
კონსერვატორი
15 იანვარი 2024 01:13
6
ეუფ :დდ სერიოზული ტრანფერი გაჩარხეს ;დ ესაა ის დაპირებული "ლეგიონერი"?
Dima
15 იანვარი 2024 00:51
4

სიახლეები პოპულარული