16 მატჩი ნორვეგიის ნაკრებში - ქუთაისის "ტორპედომ" ნიდერლანდებისა და შოტლანდიის უმაღლეს დივიზიონში ნათამაშები ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" გვაუწყა, რომ 32 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი დაიმატა.

მას ჰოლანდიის ერედივიზიეში 69 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი, როდესაც ის "დენ ჰააგის", "ალკმაარისა" და ბოლოს 2022-23 წლებში "კამბურის" ღირსებას იცავდა.

2020 წელს ის "ულსან ჰიუნდაისთან" ერთად (სამხრეთი კორეა) ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ასევე მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა, სადაც 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ბიორნ იონსენი ასევე თამაშობდა "ჰართსში" (2016-2017), სადაც შოტლანდიური პრემიერლიგის სეზონი 6 გოლით დაასრულა, იყო "როსენბორგსა" (2019) და "მონრეალში" (2021-22).

"ტორპედოს" ახალწვეულს ნორვეგიის ეროვნულ
ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ერთი ტორპედო და მეორე დილა. დანარჩენები ნაგავშია გადასარელი დღევანდელი ვითარებით. დინამოს ეგებ გაყიდვამ უშველოს და კარგი ფეხბურთელები მოიწვიონ სტაბილურად. ბათუმი კიდე უმუღამო გუნდია კონკურენტის დასუსტებით "გაძლიერებული".ისიც კიარ
შეუძლიათ უცხოეთიდან 2-3 ფეხბურთელი წამოიყვანონ, როგორიც ფლამარიონი იყო. არანაირი იმედი არ მაქვს მაგათი ლიგაზე. ტორპედოს კი წარმატებებს ვუსურვებ. თავის უმაგრეს მწვთნელთან. მინიმუმ 2 თავით რომ ჯობია ნაკრების მწვთნელს
1
კარგი ფორვარდია.
დიდი გელა ნუგზარაშვილის თვისებები აქვს თავით თამაშისას..
გენა
10:36 25-01-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული