"ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს - ამჯერად ბრაზილიელი შემტევი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედოს" პრესსამსახური იტყობინება, რომ მათ გუნდში ბრაზილიელი ლეგიონერი ითამაშებს:

"ბრაზილიელმა შემტევმა ფელიპე პირესმა 2021-22 წლების სეზონი ჰოლანდიური "დენ ჰააგის" შემადგენლობაში გაატარა. მანამდე "ჰოფენჰაიმში" (გერმანია), "მორეირენსესში" (პორტუგალია), "რიეკაში" (ხორვატია), "პალმეირასში" (ბრაზილია), "აუსტრიასა" და "ზალცბურგში" (ავსტრია) თამაშობდა, ბოლოს კი უკრაინული "დნიპრო 1"-ის ღირსებას იცავდა.

პირესს ორჯერ აქვს მოგებული ავსტრიის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ ავსტრიისა და ხორვატიის თასი.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა".

ამჟამად "ტორპედო" თურქეთში ემზადება, მეორე შეკრებას კი ესპანეთში გაივლის.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა გჭირთ ხალხო? როგორ ყველაფერში ნეგატივს ხედავთ? არ იყიდიან ვინმეს და არიქა არ იყიდეს, იყიდიან და ეს ვინ მოგიყვანიათო. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რომელიღაც გუნდი მიზანმიმართულ ნაბიჟებს დგამს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი კარგი სატრანსფერო პოლიტიკა შემოგვთავაზეს. ვაცადოთ, იქნებ გაამართლოს. ყველას გვსურს მბაპეს და ბელინგემის მსგავსი ფეხბურთელები თამაშობდნენ ჩვენს ჩემპიონატში მაგრამ სურვილი და რეალობა სხვადასხვაა სამწუხაროდ. რეალურად ჩვენი ჩემპიონატისათვის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენებია წელს ტორპედოში. იმედია გაამართლებენ და ხელმძღვანელობაც განაგრძობს წლების მანძილზე გეგმაზომიერ განვითარებას, რასაც ვერა და ვერ ვეღირსეთ ქართულ ფეხბურთში. საბედნიეროდ როგორც ვიცი არაბიძეც დარჩა, რომელიც ძალიან დიდი ძალაა და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ნათელი წერტილია. რაც მეტი კარგი გუნდი გვეყოლება, ჩემპიონატიც უფრო განვითარდება. მომავალმა თაობამ რომ ისწავლოს, ვისგან უნდა ისწავლოს? თუ რამოდენიმე კარგი გუნდი არ გვეყოლება ჩემპიონატში, რომლებთან თამაშიც ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას შესძენს, ვერასოდეს ვერ გვეყოლება წესიერი ფეხბურთელები და ვერასოდეს ვერ გვექნება კარგი ჩემპიონატი. ვიქნებით მუდამ იმის იმედად, რომ რომელიმე ჩვენი ტალანტი მცირე ასაკში წავიდეს საზღვარგარეთ რომ განვითარდეს. ასე რომ ყველას უნდა გვიხაროდეს საქართველოს ჩემპიონატში რაც მეტი გუნდი განვითარდება და გაძლიერდება. ბავშვთა ფეხბურთი კი მისახედია ნამდვილად და ვისაც არ აქვს ფინანსები და აქვს ტალანტი, რაღაც სასტიპენდიო პროგრამა ან მსგავსი უნდა იყოს, რომ არ დავკარგოთ კარგი მომავალი. ჩვენ ისედაც ცოტანი ვართ და არ გვაქვს არცერთი ტალანტის დაკარგვის უფლება. ქართველებმა ერთი უნდა გავითავისოთ, რომ ყოველდღიურად უნდა ვაშენებდეთ ჩვენს ქვეყანას ჩვენი საქმის პირნათლად შესრულებით. ჩემია შენიობით გუნდში ვინმეს მიყვანა ქვეყანას ანუ საბოლოო ჯამში თიოთოეულს დააზარალებს. ტალანტის და სამართლიანი კონკურენციის მიხედვით უნდა ხდებოდეს ჩამოყალიბება.
სიმართლე უნდა ითქვას
04:28 03-02-2024
0
რახან ბრაზილიელია- მაშინ ოოოოო. ვაი თქვენს პატრონს
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული