"ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს - ამჯერად ბრაზილიელი შემტევი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედოს" პრესსამსახური იტყობინება, რომ მათ გუნდში ბრაზილიელი ლეგიონერი ითამაშებს:

"ბრაზილიელმა შემტევმა ფელიპე პირესმა 2021-22 წლების სეზონი ჰოლანდიური "დენ ჰააგის" შემადგენლობაში გაატარა. მანამდე "ჰოფენჰაიმში" (გერმანია), "მორეირენსესში" (პორტუგალია), "რიეკაში" (ხორვატია), "პალმეირასში" (ბრაზილია), "აუსტრიასა" და "ზალცბურგში" (ავსტრია) თამაშობდა, ბოლოს კი უკრაინული "დნიპრო 1"-ის ღირსებას იცავდა.

პირესს ორჯერ აქვს მოგებული ავსტრიის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ ავსტრიისა და ხორვატიის თასი.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა".

ამჟამად "ტორპედო" თურქეთში ემზადება, მეორე შეკრებას კი ესპანეთში გაივლის.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რავი,უკვე შემიძლია ვთქვა რომ ტორპედო აღარ ხუმრობს...წარმატებები ქუთაისს...
საქმე
22:23 31-01-2024
1
ღმერთმა ქნას რეალურად გაძლიერდეს "ტორპედო" და სხვა ჩვენი კლუბებიც.არა მგონია,ტორპედოს პრეზიდენტი უზარმაზარი თანხის პატრონი იყოს,მაგრამ ნახეთ, რა საქმიანად და პრიფესიონალურად უძღვება საქმესა და ნაკისრ ვალდებულებებს?
ნუთუ ჩვენში,ამდენი მდიდარი ადამიანის,ბიზნესმენის ქვეყანაში,რამოდენიმე ვერ მოიძებნა ისეთი, ჩვენს გუნდებს რომ საქმიანად უპატრონონ?გაძლიერების შედეგად,მომგებიან ბიზნესპროექტს,დადებით უკუგებას ხომ მიიღებენ?!მათთვისაც ჯარგო იქნება და ჩვენი ფეხბურთვისთვისაც...
ეჰ,რამდენჯერ თქმულა ეს ყოველივე საუკეთესო დასაბუთებით,მაგრამ წინ ვერა და ვერ წავწეულვართ.
მაგრამ,როგორც ამბობენ,იმედი ბოლოს კვდებაო.მეც მჯერა ამისა.
აქედან გამომდინატე,იქნებადა და წელს მაინც?!!!ასემც ყოფილიყოს!
მერაბი
22:57 31-01-2024
0

სიახლეები პოპულარული