ბათუმის "დინამომ" 25 წლის უკრაინელი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" გვაუწყა, რომ კლუბის რიგებს 25 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველი იევჰენი ჩაჰოვეცი შეუერთდა.

ის ბოლოს ლიეტუვის უმაღლესი ლიგის "რიტერიაეშში" თამაშობდა, სადაც 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გუნდი ბოლო ადგილზე გავიდა და დაქვეითდა.

ჩაჰოვეცი კარიერას დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში იწყებდა, რის შემდეგაც იყო ბელარუსული "მინსკი" და ყაზახური "ორდაბასი".

შეგახსენებთ, რომ გუშინ "დინამო" 27 წლის მცველმა გრიგოლ ჩაბრაძემ დატოვა, რომელიც ირანის ისპაჰანის "ზობ აჰანში" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ ბათუმის დინამოს ლეგიონერებთან დაკავშირებით რა ჭირს თელავმა თუ შეძლო და ტორპედომ დინამოს არ შეუძლია მსგავსი დონის ლეგიონერის ჩამოყვანა ფინანსურად ხომ ძლიერი გუნდია ერთი ჩამახედა თქვენს ტვინებში ასეთ აბდაუბდა ტრანსფერებს რა გაკეთებინებთ
ბალეშიკ
18:18 28-02-2024
1
ქუთაისის ტორპედო მიდის სწორ გზაზე მხოლოდ დანარჩენები იგივე ნაგავში იქექებიან. ღმერთო ხელი მოუმართე ტორპედოს ხელმძღვანელობას სადმე არ გადაუხვიონ არასწორად და უკეთესად გააგრძელონ გუნდის მართვა ეტაპ ეტაპ
რაბუ
15:36 28-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული