სტივ კინი: არაბიძე ძალიან მაღალ დონეზეა, თუმცა ნაკრების მწვრთნელი არ ვარ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის პირველ ტურში "ტორპედომ" სახლში "სამტრედიას" 4:1 სძლია. ნამატჩევს კომენტარი ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა და დუბლის ავტორმა ბიორნ იონსენმა გააკეთეს:

სტივ კინი: "პირველი ნახევარი იდეალური იყო. მეორე ტაიმი ვერ გამოვიდა ისეთი, როგორც გვსურდა. ამას თავისი მიზეზები აქვს. თუ მეკითხებით, გავაგრძელებთ თუ არა ზრდას, ერთი პასუხი მაქვს: კი, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ მატჩიდან მატჩამდე და აუცილებლად ვიმუშავებთ, რომ მომავალში მეორე ტაიმიც უკეთესი იყოს.

გიორგი არაბიძე? მე არ უნდა მისვამდეთ კითხვას მის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, რადგან არ ვარ ნაკრების მწვრთნელი.
"ტორპედოს" ვწვრთნი და ბოლო 7-8 თვეში მისი პროგრესით მოხარული ვარ. შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ არაბიძე მხოლოდ ბურთითაა ეფექტური, თუმცა ასე არ არის. ვაკეთებთ ანალიზს, უბურთოდაც ვნახულობთ მის მონაცემებს... ძალიან მაღალ დონეზეა. მესმის გულშემატკივრის პოზიციის და მათ ვეთანხმები, თუმცა მე ეროვნულ ნაკრებს არ ვწვრთნი".

ბიორნ იონსენი: "დებიუტით კმაყოფილი ვარ. გულშემატკივარი ჩემგან გოლებს ელის და აქ ამისთვის ვარ ჩამოსული. ძალიან მომეწონა სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო. ვიცი, როგორ უყვართ ქუთაისში ფეხბურთი და მჯერა, შემდეგ მატჩებზე ჩვენს საგულშემატკივროდ მეტი მოვა.

საქართველო ძალიან მომწონს. შემიყვარდა ქუთაისიც. თავს აქ კომფორტულად ვგრძნობ. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს ჩემპიონობას ვიზეიმებთ".

მომზადებულია "ტორპედოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
სწორედ მაგიტომ არ ხარ ნაკრების მწვრთნელი ბატონო კინ. და საიდან მოიტანეს ეს კაცი რო იმდენი კულტურაც არ აწვს რო ვილის კომპეტენციაში ცხვირს ყოფს … ვინ არი საერთოდ რა ესაქმება ნაკრების მწვრთნელებს რომ აკრიტიკებს?!!! მიხედოს ტორპედოს რა დააყენოს ერთი ადგილი..
მათე
17:49 16-03-2024
0
უიმედოდ ვარ განწყობილი ამ თამაშისთვის,ამდენი ხანი რას აკეთებს სანიოლი 10 დღე რომ არის დარჩენილი თამაშამდე ეხლა მირბის ფეხბურთელების სანახავად,როგორ შეიძლება ფეხბურთელის პოტენციალის განსაზღვრა ბოლო თამაშებით. რაც შეეხება არაბიძეს-სრულიად უცხო ხალხი (ჩვენთვის უცხო აღარ მინდა ჩამოთვლა) აიყვანეს ნაკრებში და ეს არაბიძე რა გახდა? აიყვანე ნახე იქნებ გიმართლებს,დავიჯერო კვეკვესკირს არ ემჯობინება, სტივ კინი უფრო მებრძოლი და რისკიანი ჩანს ვიდრე სანიოლი,სანიოლი დინებას მიყვება,ქართული ფეხბურთი კი დახოცილი თევზების აყროლებულ ტბორს ემსგავსება. როდემდე უნდა ვუყუროთ ქართული ფეხბურთის დაღმა სვლას და დაცემას? გამოდის ან ჩვენ ვართ დახოცილი და აყროლებული თევზი (ჩვენი სიჩუმით გამოწვეული) ან ესენი ისევ ჩვენი გადასახადებით რომ საზრდოობენ და დაგვცინიან,მათ ხომ არაფერი ავალდებულებთ წააგებენ თუ მოიგებენ ვინ რაზეა პასუხისმგებელი? კვარას თამაშიც ვერ უზრუნველყვეს ესენი რისი გამკეთებლები არიან? ქართველი ხალხი, ქართული ფეხბურთის ისტორია არ იმსახურებს ასეთ სამარცხვინო იმპოტენტ ფედერაციას
სვანსკი
11:27 07-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული