"თელავის" მწვრთნელმა "დინამოს" განადგურების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის დონე რუსეთისას შეადარა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-2 ტურში "თელავმა" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამო" 4:0 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ რუსული "ჩემპიონატი" კახელთა მწვრთნელ ოლეგ ვასილენკოს დაუკავშირდა და საქართველოს ჩემპიონატის დონის შეფასება სთხოვა.

"გუნდს სწრაფად მოვერგე, რადგან ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიხდა. ძალიან თბილი ატმოსფერო გვაქვს, ბიჭები ყველაფერში გვეხმარებიან. კლუბი ძალიან კარგია.

თუ ჩემპიონატის დონეზე ვსაუბრობთ, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ აქ არის რუსეთის პრემიერლიგის ბოლო რვიანის, ან FNL-ის (რანგით მეორე დივიზიონი) ხუთეულის გუნდები", - თქვა ვასილენკომ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
აღარ ვუყურებ რუსეთის ჩემპიონატს,მაგრამ თუ მწვრთნელი სიმართლეს ამბობს,გამოდის რუსეთის პირველობის დონე, ძალიან დაცემულა.აქ ხომ ვხედავ,რასაც თამაშობენ.სანამ სეზონში ორჯერ, ახალი გუნდების დაკომპლექტებას არ მოვიშლით,რაც გინდა თავი მოგვიქონონ,არავინ მოტყუვდეს,არაფერი გვეშველება!
სოსო
19:40 07-03-2024
1
მეც ვუყურე ტორპედო-იბერიას მატჩს და საკმაოდ ნორმალური თამაში აჩვენა გუნდებმა, ხარისხსაც არაუშავდა.იმედია ასე გააგრძელებს დანარჩენი გუნდებიც.
თომა
16:40 07-03-2024
1

სიახლეები პოპულარული