ბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში სამი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამომ“ სახლში „ტორპედოს“ 3:2 სძლია. შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და წიტაიშვილის ჩაწოდებულ ბურთს გომისმა კლიაიჩის კარში მიუჩინა ადგილი. შემდეგ იერიშზე სტუმრები გადავიდნენ და შორიდან დარტყმით ანგარიში პირესმა გაათანაბრა. 39-ე წუთზე საჯარიმოში არაბიძე სანტოსმა წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა, თუმცა კვასხვაძემ მოიგერია. მსაჯმა დააფიქსირა, რომ მან დროზე ადრე დატოვა კარის ხაზი. განმეორებით თერთმეტმეტრიანი იონსენმა ზუსტად დაარტყა და „ტორპედო“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში ბათუმელთა რიგებში მუჯირის ნაცვლად კუტალია შევიდა, რომელიც აჭარულმა გუნდმა ახლახან დაიმატა. ბოლოს
დინამოელები შტურმზე გადავიდნენ და ხარაბაძის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მონტეირომ ჩაჭრა. კომპენსირებულ დროში წიტაიშვილის დარტყმული ბურთი ხელზე სანდოხაძეს მოხვდა, პენალტი ზუსტად მამუჩაშვილმა გაიტანა, ბათუმელებმა გაიმარჯვეს და უდანაკარგოდ ლიდერობენ ჩემპიონატს.

„კოლხეთმა“ ქობულეთში „თელავს“ უმასპინძლა და 3:1 მოუგო. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა ორი ფეხბურთელი გააძევა - თელაველი ახვლედიანი და ფოთელი აბუაშვილი.

„დილამ“ საკუთარ მოედანზე „იბერია 1999“ 3:1 დაამარცხა, რომელიც პირველი ტიმის ბოლოს შ. ნონიკაშვილის გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა. გორული გუნდი 12 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო "იბერია 1999" 10 ქულით მესამე პოზიციაზეა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ტორპედო 3:2
გოლები: 1:0 გომისი, 1:1 პირესი (28), 1:2 იონსენი (41, პენ), 2:2 მონტეირო (86, საკ. კარში), 3:2 მამუჩაშვილი (90+8, პენ)

ქობულეთი. „საფეხბურთო ცენტრი“
კოლხეთი 1913 - თელავი 3:1
გოლები: 0:1 პარკინაშვილი (37), 1:1 გვასალია (43), 2:1 კლიმოვი (66), 3:1 კლიმოვი (90+1)
გაძევება: ახვლედიანი (80, თელავი), აბუაშვილი (90+3, კოლხეთი)

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - იბერია 1999 3:1
გოლები: 0:1 მამაცაშვილი (5), 1:1 ვაუტერი (45, პენ), ), 2:1 ლიტვინენკო (64), 3:1 ლოპესი (90+1)
გაძევება: შ. ნონიკაშვილი (42, იბერია 1999)

altსტივ კინი: არაბიძისთვის ნაკრებში არგამოძახება დამატებითი მოტივაციაა

მკითხველის კომენტარები / 9 /
გორის დილას რა კარგი გუნდი ყავს, ყოველ წელს შლის ბათუმის დინამო ამ გუნდს მარა ყოველთვის კონკურენტუნარიან გუნდს აკეთებენ და ამ გუნდის ხემძღვანელობას შექება ეკუთვნის, უსახელო ლეგიონერები მოყავს თვითონაც იყენებს და მერე სარფიანად ყიდის.
0
რა სამარცხვინო გუნდია ტორპედო,გულშენატკივრები ხომ საერთოდ უბადრუკები ყავს..ჩხეტიანს დაქირავებული ყავდა ეს ებადრუკები რა თქმა უნდა ყველაზე არაა საუბარი..ტორპედო უღირსი გუნდია
ასეა
23:29 29-03-2024
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული