სტივ კინი: არაბიძეს პრემიერლიგაში წავიყვანდი

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში "კოლხეთთან" მოგებული მატჩის შემდეგ "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა დუბლის ავტორი გიორგი არაბიძე შეაქო:

"დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი.

ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან - ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია".

მკითხველის კომენტარები / 29 /
გაუჩალიჩე მერე ტრანსფერი პრემიერლიგაში,ხომ კარგად იცნობ ყველას იქ?
მირო
05 აპრილი 2024 12:48
1
ქვილითაიას ხო ნაღდი ჯობია და წასაყვანია
ბეშკა
03 აპრილი 2024 22:39
2
გავკარი ეგეთ ევრო2024-ს თუ ამ ბიჭის ადგილი არ მოიძებნა 26 კაცში …შეცვლებზე მაინც რომ ( მე კი უეჭველი ძირითადში დავაყენებდი მარჯვნივ წარმოიდგინეთ მცველების ზემოთ ქოჩორა და კიტე მარცხვნივ კვარა ცენტრში ჩაკვე მარჯვნივ არაბა წინ ბუდუ ხოლო შევცვლიდი ხან ზურიკოთი ხან წიტათი ) ყავდეთ სკამზე 5- 10 წუთით მაინც ამის ჯარიმები და შორეული დარტყმები უეჭველი 2-3 გოლს მაინც მოგვცემდა და ვისაც ახსოვს საბერძნეთთან თამაში ჯარიმა რომელიც კვარამ კედელს გაარტყა ეს დიდი ალბათობით გაიტანდა ან კიდევ დამატებით დროში ქვილითაიას ( პიროვნულად პირიქით ღმერთმა დალოცოს )ეს რომ შემოსულიყო უეჭველი ჭედავდა შორიდან …და მთელ ერს ცოტათი ნაკლები ჭაღარა შეგვხვდებოდა ….!!! და ბოლოსდაბოლოს მართლაც გავკარი ეგეთ ევროს თუ უსამართლობას ექნება ადგილი …( ინტევსივობაზე ზღეპრები თავისთვის შეინახონ ჩვენც ვხედავთ ვინ რამდენს დარბის და ართმევაზე როგორ თამაშობს )
მდააა
03 აპრილი 2024 20:18
2
რატომაა ტორპედოში მაშინ? ვინმეს ებადება ეს კითხვა?
თბილისელი
03 აპრილი 2024 18:27
5
წიტაიშვილი რომ ბათუმის დინამოში თამაშობს ცუდი ფეხბურთელია? ნაკრებშიც იყო ხომ გამოძახებული? ამ ბიჭს ჭირდებოდა სათამაშო პრაქტიკა და ფორმის აღდგენა ისევე როგორც წიტაიშვილს. რაც მეტი კარგი ფეხბურთელი ითამაშებს ჩვენს ჩემპიონატში უკეთესი არ არის? ბუდი ზივზივაძეც საქართველოს ჩემპიონატში ჩამოყალიბდა სრულფასოვან ფეხბურთელად. თქვენ ბუდუ ახლა გაიცანით და ქართველ გულშემატკივრებს ჩვენს ჩემპიონატშიც გვახსოვს მისი ძალიან კარგი თამაშები. სადმე სკამზე ჯდომას, საქართველოს ჩემპიონატში რეგულარული თამაში სჯობს. თუმცა დარწმუნებული ვარ ახლა წიტაიშვილიც და არაბიძეც ისეთ ფორმაში არიან, ტოპ 5 ჩემპიონატშიც იტყვიან თავიანთ სათქმელს.
სიმართლე უნდა ითქვას
05 აპრილი 2024 02:19
0
ქართველზე დიდი მტერი ქართველს არა ყოლია. რას აკეთებს ფედერაცია და სტაფი? გყავდეს არაბიძისნაირი ფეხბურთელი და ნაკრებში არ იყენებდე- ნონსენსია. ნუ გადააყოლებთ ქართულ ფეხბურთს საკუთარ ამბიციებს. რა წარმატებასაც საქართველოს ნაკრებმა მიაღწია, ის მთლიანად ფეხბურთელების მონდომების და თავდადების ფაქტორია. არც ფედერაციას და არც სანიოლს თავი არაფრით გამოუჩენია. ფედერაციის ტროლებმა და ბოტებმა აქ ინტენსივობა და დაცვაში არ ჩამოსვლა ახსენეს. ხუმრობთ და ღადაობთ? რა ინტენსივობაზე ლაპარაკობთ? კითხეთ ფედერაციის ნებისმიერ წევრს, თუ რა იგულისხმება ინტენსიურ და ექსტენსიურ ფაქტორებში და თუ სწორ პასუხს გაგცემენ, მზადა ვარ ყოველ დილას გაღვიძებისთანავე ფედერაციის სახელზე აღვავლინო ლოცვა. სანიოლმა და სტაფმა ეგ რომ იცოდეს და გათავისებული ჰქონდეთ, ნაკრები სხვა ფეხბურთს ითამაშებდა. დაცვაში არ ჩამოდისო. არც უნდა ჩამოვიდეს. ახალკაცზე დიდი მწვრთნელი ქართველებს არ გვყოლია. ყიფიანს დაცვაში ჩამოსვლას უკრძალავდა, არ არის ეს შენი ფუნქცია და თან მცველი მოგყვებაო. კვარაცხელიას მიერ დაცვითი ფუნქციების შესრულებამ, ლამის ქანცი გააძრო ბიჭს და გადაწვა. ყიფიანიც და კვარაცხელიაც შეტევაში უფრო მეტ საქმეს აკეთებდნენ და აკეთებენ, ვიდრე დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. იგივეს აკეთებდა ანჩელოტი, როდესაც კალაძეს შეტევაში ჩართვას უშლიდა. ჯერ შენი პირდაპირი მოვალეობა შეასრულე და თუ მას წარმატებით გაართმევ თავს, მერე ჩაერთვე შეტევაშიო.
ერთ-ერთ ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე შოტლანდიის თუ ირლანდიის მწვრთნელმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ შეტევაში ჩართული კაკაბაძე, უკან დაბრუნებას ვერ ასწრებდა და მეტოქის სწრაფი კონტრშეტევისას მისი ზონა დაუცველი რჩებოდა. ბოლოსდაბოლოს ეს ფაქტორი გამოიყენეს და თამაშის ბოლოს გამარჯვების გოლი შეგვიგდეს.
მეორე საკითხია, აქ პოსტავს ფეხბურთში ჩამწვარი გულშემატკივრები, რომლებიც ფეხბურთით სუნთქავენ და ცოცხლობენ. აგრეთვე ცნობილი სპეციალისტები, ჟურნალისტები. ასეთი კვალიფიკაციის და კომპეტენციის თანამშრომლები ფედერაციას არა ყავს. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ არაბიძე იმსახურებს, თუ გინდ ამხანაგურ თამაშებში გამოცდას. იგივე ხდებოდა ბუდუს შემთხვევაში და ამ იგნორირებამ ევროპის ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვა. გირჩევთ, ყური დაუგდოთ ხალხის ხმას, თორემ სათანადოდ მოგეკითხებათ.
თენგაბი
03 აპრილი 2024 17:34
5
Სამკურნალო ხარ-არაბიძეზეა სტატია და კვარაცხელიო...ისე გულზე ხელი დაიდე კვარამ როდისმე არაბიძესნაირი გოლები გაიტანოს რას იტყვი,პელეაო ხო იტყვი და მარადონაო.
თენგაბი-ს
03 აპრილი 2024 20:01
3
მაინტერესებს არაბიძე ზეინტენსიურ თამშში ძლიერ მეტოქესთან რამდენად ჩამოვა დაცვის დასახმარებლად ხვიჩასავით ან ჩაკვეტაძესავით? საკუთარ საჯარიმოსთან რომ ფეხებში უხტებიან მოწინააღმდეგეს? უქნია ეგეთი რამე სადაც თამაშობდა? ნიჭიერი რომაა მაგიტომ ლაპარაკობენ ამდენს მაგრამ ნიჭს შრიმა უნდა და აზალგაზრდაა, მოასწრებს თუ მიდგომა და აზროვნება შეცვალა, თორემ გიბრალტართან მეორე შემადგენლობითაც მოვიგებთ აწი ასე თუ ისე, ეს დაგვჭირდება ძლიერ გუნდებთან, ჩათვალე ხვიჩა უნდა იყოსბმარჯვენა ფლანგზე და თუ ეტყვიან დაცვაშიც უნდა ირბინოს, ჯერ კლუბში ქნას და მერე დაუძახებენ ნაკრებში
მაინტერესებს
03 აპრილი 2024 15:23
8
მინდა წაიკითხოს ფედერაციის კონკრეტულმა ჩინოვნიკმა - ეს ბიჭი საჭიროა ნაკრებისთვის (ეგ თქვენც იცით). შეაფურთხეთ ეშმაკს და შემოირიგეთ არაბიძე. ეჭვი არ მეპარება სანიოლს არ ჭირდებოდეს ნაკრებში. ეს ყველა ქართულ ფეხბურთში ჩახედულის აზრია!
zaza gu
03 აპრილი 2024 14:50
3
ჩემის აზრით არაბიძე მესიზე ნაკლები არაა. მარა ნაციონალია და გინდაც პელე იყოს ვის უნდა ამისთანა
zura222
03 აპრილი 2024 14:27
8
ზურა 222-ს-ს.ზურა 222,შენ ნამდვილად არ გგავს.
.
03 აპრილი 2024 23:16
0
Შენ თუ ტვინის მაგივრად ,,მზე" არ გედოს რაც გინდა ის მითხარი...საიდან მოგდის ამოდენა ,,მზეობა" აზრები?
zura 222-ს
03 აპრილი 2024 19:59
2
სანიოლი ან ფედერაცია თუ დაინახავს კარგი იქნება. რა უნდა გააკეთოს სხვა ფეხბურთელმა ნაკრებში რომ მოხვდეს
ლადო
03 აპრილი 2024 14:18
1
ომეპრაზოლს არ ყიდულობს ალბათ
Levani
03 აპრილი 2024 14:13
1

სიახლეები პოპულარული