ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში "კოლხეთთან" მოგებული მატჩის შემდეგ "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა დუბლის ავტორი გიორგი არაბიძე შეაქო:
"დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი.
ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან - ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია".
ერთ-ერთ ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე შოტლანდიის თუ ირლანდიის მწვრთნელმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ შეტევაში ჩართული კაკაბაძე, უკან დაბრუნებას ვერ ასწრებდა და მეტოქის სწრაფი კონტრშეტევისას მისი ზონა დაუცველი რჩებოდა. ბოლოსდაბოლოს ეს ფაქტორი გამოიყენეს და თამაშის ბოლოს გამარჯვების გოლი შეგვიგდეს.
მეორე საკითხია, აქ პოსტავს ფეხბურთში ჩამწვარი გულშემატკივრები, რომლებიც ფეხბურთით სუნთქავენ და ცოცხლობენ. აგრეთვე ცნობილი სპეციალისტები, ჟურნალისტები. ასეთი კვალიფიკაციის და კომპეტენციის თანამშრომლები ფედერაციას არა ყავს. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ არაბიძე იმსახურებს, თუ გინდ ამხანაგურ თამაშებში გამოცდას. იგივე ხდებოდა ბუდუს შემთხვევაში და ამ იგნორირებამ ევროპის ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვა. გირჩევთ, ყური დაუგდოთ ხალხის ხმას, თორემ სათანადოდ მოგეკითხებათ.