თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, 32 წლის ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა და კარიერას თბილისის "დინამოში" განაგრძობს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ხვალ, 4 აპრილს, გამოცდილი ფეხბურთელი 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს

ოქრიაშვილი, რომლის ბოლო კლუბიც "გაგრა" გახლდათ, დედაქალაქურ გუნდში რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა.

სავარაუდოდ, 8 აპრილს ბათუმის "დინამოსთან" დაპირისპირებაში ის განაცხადშიც მოხვდება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ნიჭიერი, მაგრამ საქმისადმი არაპროფესიონალური დამოკიდებულება აქვს. ამიტომ მას პროფესიონალ ფეხბურთელად არ ვთვლი.
გია
15:32 03-04-2024
4
ასე ხდება გუნდის გაახალგაზრდავება? ნიჭიერი ბიჭები ჭიჭიმიჭი ჩემპიონატებზე გაუშვეს. მე ოქრის არაფერს ვერჩი, უბრალოდ ტყუილს ვერ ვიტან.
კაირა
16:36 03-04-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული