თორნიკე ოქრიაშვილი თბილისის დინამოელია

AutoSharing Option
"დინამო თბილისსა" და თორნიკე ოქრიაშვილს შორის შეთანხმება შედგა. საქართველოს ნაკრების შემტევი კარიერას დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი ერთი წლის ვადით გაფორმდა.

თორნიკე ოქრიაშვილი საფეხბურთო კლუბ "გაგრას" აღზრდილია. ამას გარდა, სხვადასხვა დროს იგი "მარიუპოლის", "ჩერნომორეცის", "გენკის", "ესკიშეჰირსფორის", "კრასნოდარის", "ანორთოსისისა" და "აპოელის" ღირსება იცავდა

2016 წელს თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

რაც შეეხება ოქრის სანაკრებო კარიერას, მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 49 მატჩი აქვს გამართული. შემტევის ანგარიშზე 13 გოლია და იგი ამ მაჩვენებლით ეროვნული გუნდის ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია.

fcdinamo.ge

ოქრიაშვილი თბილისის დინამოელია" style="height: 50px; width: 50px;" />თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ცინიკურ და ბოღმიან კომენტარებს შეეშვით, ოქრი ყოველთვის ბოლომდე თამაშობდა ნაკრებისთვის.

წარმატებები ბებერო.
გიგა
22:43 06-04-2024
4
დინამოს ახალგაზრდობას,გამოცდილი ლიდერი სჭირდებათ.ოქრიც ფორმას აღიდგენს.ნაკრებში,ის ყოველთვის საკუთარ თავზე მაღლა ხტებოდა და დინამოსთვისაც ასევე იქნება.თუ მოასწრო და ფორმაში ჩადგა,ნაკრებსაც გამოადგება.ოქრიმ შეიძლება საკუთარ თავს რაიმე ავნოს,მაგრამ ქვეყნისათვის მუდამ ბოლომდე იხარჯება და მის გვერდით,ახალგაზრდებიც ძალიან ბევრს ისწავლიან.
სოსო
21:40 06-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული