"ტორპედომ" ბრაზილიის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედომ" ბრაზილიის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი აურო ალვარო დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს:

"ბრაზილიელი მცველი აურო ალვარო "ტორპედოს" ფეხბურთელია. 28 წლის ალვარო გასულ წელს "ორდაბასთან" ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.

წლების განმავლობაში "ტორპედოს" ახალწვეული ბრაზილიური "სანტოსის" ღირსებას იცავდა. 5 სეზონი გაატარა MLS-ში "ტორონტოს" შემადგენლობაში. 2018 წელს "ტორონტოსთან" ერთად კანადის თასი მოიგო, 2019 წელს კი MLS-ის ვიცე-ჩემპიონიც გახდა.

აურო ალვარო იყო ბრაზილიის 17, 20 და 21-წლამდელთა ნაკრების უცვლელი წევრი. ბრაზილიელ მცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
Exla ukve 40 clis .
Pele
13 აპრილი 2024 11:30
6
Ეს იგივეა რაც ავადმყოფს ვადაგასული წამლებით უმკურნალო
Ბაბუაწვერა
13 აპრილი 2024 08:52
9
ბრაზილიელი აქ რომ ჩამოვა ფეხბურთის სათამაშოდ უბრალოდ არვიცი როგორ უნდა გაამართლო და გააპიარო როგორც კარგი ტრანსფერი ??!!!
თაზო
13 აპრილი 2024 01:26
32
ერთი ცენტრალური მცველი გამოცდილი და მერე ნახეთ რა გუნდი იქნება
რაბუ
12 აპრილი 2024 23:34
0
ტორპედო შეთამაშდება და კარგი გუნდი დადგება. მსაჯობა ცალკე თემაა ჩვენთან. ტურის ცენტრალური მატჩია დილა დინამო ბათუმი. მაქსიმუს საყვითლე ეპიზოდი იყო კუტალიაზე და იშიშვლა ეგრევე, გველისპირულივით ატრიალა წითლები. დასაწყისშივე მოკლა ტიპმა თამაში
რაბუ
12 აპრილი 2024 22:15
4
საღოლ ტორპედოს
bejo
12 აპრილი 2024 21:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული