ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში „იბერია 1999“ და „ტორპედო“ დაზავდნენ - 3:3.
მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და კომახიძისა და ჯგერენაიას გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ სტუმრებმა შეუტიეს, იონსენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ხოლო პირესმა ანგარიში შეამცირა.
მეორე ტაიმის დასაწყისში დედაქალაქელები იერიშებზე გადავიდნენ, მეკარე კლიაიჩმა ქუთაისელები რამდენჯერმე გადააირჩინა, თუმცა მე-60 წუთზე კოხრეიძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაუტანა. კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. „ტორპედომ“ შეტევებით უპასუხა, შეცვლაზე შესულმა ბასილაძემ პენალტი მოიპოვა და არაბიძემ თერთმეტმეტრიანი უზადოდ შეასრულა. კინის შეგირდებმა იერიშები გააგრძელეს - ბასილაძის დარტყმული ბურთი
„იბერია 1999“ ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ ფრეს დასჯერდა, 26 ქულით ლიდერია და 2 მაისს გასვლაზე „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. „ტორპედომ“ კი ზედიზედ მესამე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 18 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.
თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
იბერია 1999 - ტორპედო 3:3
გოლები: 1:0 კომახიძე (2), 2:0 ჯგერენია (5), 2:1 პირესი (34), 3:1 გ. კოხრეიძე (60), 3:2 არაბიძე (72, პენ), 3:3 იონსენი (90+3)