ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის დარჩენილი სამი მატჩი ჩატარდა.
ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ უგოლოდ გაიყარნენ. თამაში დაძაბული გამოვიდა. 54-ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევისას არაბიძესთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა გუნდის მცველმა კიკე ლოპესმა და დედაქალაქელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს. 86-ე წუთზე ტრავმა მიიღო დინამოელთა ნახევარმცველმა მოისწრაფიშვილმა, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. კომპენსირებულ დროში „ტორპედომ“ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და ფრეს დასჯერდა. „ტორპედო“ 19 ქულით მეოთხე ადგილზეა, თბილისის „დინამო“ კი 14 ქულით - მეხუთეზე.
„დილამ“ „თელავს“ 1:0 სძლია, 27 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა და 10 მაისს “ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო 11 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ 11 მაისს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.
„იბერია 1999“-მა გასვლაზე 3:0 დაამარცხა აუტსაიდერი „სამტრედია“, 29 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 10 მაისს თბილისის „დინამოსთან“ გამართავს. „სამტრედია“ იმავე დღეს „გაგრას“ შეხვდება.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დინამო (თბ) 0:0
გაძევება: კიკე ლოპესი (54, დინამო თბ)
თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - დილა 0:1
გოლი: ვაუტერი (78)
სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - იბერია 1999 0:3
გოლები: 0:1 გ. კოხრეიძე (53), 0:2 ქარდავა (68), 0:3 სილა (90+4)