"დილამ" ბათუმში მოიგო, თბილისის "დინამო" "კოლხეთთან" წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურში ორი მატჩი გაიმართა.

„დილამ“ სტუმრად 2:0 დაამარცხა ბათუმის „დინამო“ და ლიდერობა განიმტკიცა. დუბლი ვაუტერმა შეასრულა, რომელსაც ისევე, როგორ „ტორპედოს“ თავდამსხმელ იონსენს, 9 გოლი აქვს გატანილი და ისინი ჩემპიონატის ბომბარდირები არიან.

თბილისის „დინამომ“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მოისწრაფიშვილის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით ფრეს მიაღწია „კოლხეთთან“. ორივე გუნდი 19-19 ქულით სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება. ფოთელთა გუნდის ნახევარმცველმა მელქაძემ საჯარიმოდან დალაშქრა დედაქალაქელთა კარი. მან ბოლო 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დილა 0:2
გოლები: 0:1 ვაუტერი (71), 0:2 ვაუტერი (78)

ქობულეთი. „საფეხბურთო ცენტრი“
კოლხეთი - დინამო (თბ) 2:2
გოლები: 0:1 სანტისი (3), 1:1 ხარებავა (20), 2:1 მელქაძე (65), 2:2 მოისწრაფიშვილი (90+2)

28 მაისს დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართება:

სამგურალი - ტორპედო
გაგრა - იბერია 1999
თელავი - სამტრედია

მკითხველის კომენტარები / 29 /
კიდევ ერთხელ შევეხები კომენტატორის თემას.
სად პოულობთ ამ დაკომპლექსებული დარბაისელ ტიპებს?
ნოდარ სიმსივესგან ისწავლეთ,დიმა ობოლაძისგან ისწავლეთ.
ან აიღეთ "გამა" რა იქნებოდა რომ არა წამყვანი რო ყვირის "მზააად ხაააართ"
მძღნერისგან ოქროს აკეთებს ტიპი თავისი აზარტული წაყვანით და ეს ფეხბურთის კომენტატორები პირიქით.
გორმა ისეთი ტემპი და პრესინგი ითამაშა რო ბათუმს უჭირდა დაწევა და ამ დროს კომენტატორი რაღაცას ბჟუტურობდა იმის მაგიერ აზარტულად წაეყვანა თამაში.
მოაშორეთ ეს ფეხბურთის მკვლელი კომენტატორები საერთოდ უნდა აუკრძალო ფეხბურთთან შეხება
Levani
13:10 28-05-2024
2
გორის დილას სასტარტო შემადგენლობაში სულ სამი ქართველი ფეხბურთელი იყო, პლიუს უცხოელი სამწრთვნელო შტაბი და.......გიხაროდენ იმერ -ამიერ, ავშენდით და დავცხოთ მრავალჟამიერ.....
შულაია
13:02 28-05-2024
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული