"დილამ" ბათუმში მოიგო, თბილისის "დინამო" "კოლხეთთან" წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურში ორი მატჩი გაიმართა.

„დილამ“ სტუმრად 2:0 დაამარცხა ბათუმის „დინამო“ და ლიდერობა განიმტკიცა. დუბლი ვაუტერმა შეასრულა, რომელსაც ისევე, როგორ „ტორპედოს“ თავდამსხმელ იონსენს, 9 გოლი აქვს გატანილი და ისინი ჩემპიონატის ბომბარდირები არიან.

თბილისის „დინამომ“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მოისწრაფიშვილის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით ფრეს მიაღწია „კოლხეთთან“. ორივე გუნდი 19-19 ქულით სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება. ფოთელთა გუნდის ნახევარმცველმა მელქაძემ საჯარიმოდან დალაშქრა დედაქალაქელთა კარი. მან ბოლო 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დილა 0:2
გოლები: 0:1 ვაუტერი (71), 0:2 ვაუტერი (78)

ქობულეთი. „საფეხბურთო ცენტრი“
კოლხეთი - დინამო (თბ) 2:2
გოლები: 0:1 სანტისი (3), 1:1 ხარებავა (20), 2:1 მელქაძე (65), 2:2 მოისწრაფიშვილი (90+2)

28 მაისს დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართება:

სამგურალი - ტორპედო
გაგრა - იბერია 1999
თელავი - სამტრედია

მკითხველის კომენტარები / 29 /
გაფრინდაშვილი, ანდრონიკაშვილი, ბოჭორიშვილი, არაუჟო, ფარულავა და ჩვენი გული და სული ნიკა გაგნიძე. ნახევარი გუნდი არ გვყავდა დღეს, გასულ ზაფხულს რო დავწერე რაც მუშაობს გორში ვერ იმუშავებს ბათუმში თქო ბათუმის ფანებმა გადამიარეს ისეთები მიკომენტარეს, ეხლა სად ხართ აბა? ან პირატები როდის იბუტებით? პირატებმა ხო აზრზე არ არინ ფეხბურთის, ტიპებმა ორი წაგების მერე საქართველოს პირობაზე საუკეთესო მწვრთნელი გააშვებინეს და გუნდი სულ არიეს. ანეგდოტია რა. პ.ს. ტორპედოს წარმატებები ევრო თასებზე გორიდან
გორის დილა
00:33 28-05-2024
1
დილას და ტორპედოს ჭიდილი იქნება საბოლოოდ მგონია, ტორპედომაც დაიწყო ქულების დაგროვება და გამარჯვებულიც ამ ორიდან ერთერთი იქნება. ბათუმის დინამოზე იმის თქმა შემიძლია რომ ლამაზი ქალაქი და სტადიონი აქვთ, ფეხბურთი ჭე კლასი, ასე უთავბოლოდ როდემდე უნდა ირბინონ, არანაირი მონახაზი, არანაირი მწვრთნელის ხელი. მოკლედ წელს ღირსეული ჩემპიონი გვეყოლება რომელიც ფეხბურთს ითამაშებს და არ შერცხვება მომდევნო საკვალიფიკაციოზე, ეს იქნება გორი ან ქუთაისი. დინამო თბილისი უკომენტაროდ.
რაბუ
23:23 27-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული