მეორე წრე დასრულდა: გორელთა ფრე ფოთელებთან

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტური, ანუ მეორე წრე დასრულდა. ლიდერმა გორის "დილამ" შინ 1:1 ითამაშა ფოთის "კოლხეთი 1913"-თან და ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.

დილა 1:1 კოლხეთი 1913

გორელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, ტაირელ ვაუტერის პასით აბუბაქარ კონტემ ახლოდან გაიტანა.

"დილამ" 52-ე წუთზე კიდევ ერთი უპირატესობა მიიღო: ფოთელებს უხეშობისთვის გაუძევეს არჩილ დათუაშვილი. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ დილა მორიგ სამ ქულას მოიპოვებდა და ექვსქულიან ფორას შეიქმნიდა, მაგრამ ბოლო წუთებში სტუმრებმა გაათანაბრეს.

"დილას" ფეხბურთელმა რომარიკ ეტოუმ "კოლხეთი 1913"-ის შემტევი გიორგი მელქაძე ზედ საჯარიმოს მისადგომებთან
წააქცია. ეტოუ გააძევეს, საჯარიმო დარტყმა კი შეცვლაზე იმწუთს შესულმა გიორგი ახალაძემ შეასრულა და 1:1. ახალაძემ ამ სეზონში "დინამო ბათუმსაც" დააკარგვინა ქულები ბოლო წუთებზე გატანილით, ამჯერად კი - "დილასაც".

ისიც აღსანიშნავია, რომ არბიტრმა კოტე გიორგაძემ ორივე შემთხვევაში წითელი ბარათი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ამოიღო.

გორელებს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და 4 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან "ტორპედოს", "კოლხეთი 1913"-მა კი მეორე წრე მეექვსე ადგილზე დაასრულა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
დილას სასტარტოში გუშინ მხოლოდ ორი ქართველი ფეხბურთელი იყო, ტორპედოს სასტარტოში თელავთან კი სამი,ამასთან სამწრთვნელო შტაბი და მთავარი მწრთნელი ორივე გუნდში უცხოელია, ასე რომ ეტყობა ქართული ფეხბურთის მამებმა ფულის შოვნის იოლი გამოსავალი იპოვეს-აიღე ფული, ბიუჯეტის მიერ დაფინანსებულიქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან, ჩამოიყვანე ათასი რჯულის უცნობი უცხოელი ფეხბურთელი და......შენ დაუკაა!!
tENGO
11:58 03-06-2024
24
წაიყომარეს ბიჭებმა თუ რა მოხდა ვერ გამიგია
კინგი
10:34 03-06-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული