მეორე წრე დასრულდა: გორელთა ფრე ფოთელებთან

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტური, ანუ მეორე წრე დასრულდა. ლიდერმა გორის "დილამ" შინ 1:1 ითამაშა ფოთის "კოლხეთი 1913"-თან და ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.

დილა 1:1 კოლხეთი 1913

გორელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, ტაირელ ვაუტერის პასით აბუბაქარ კონტემ ახლოდან გაიტანა.

"დილამ" 52-ე წუთზე კიდევ ერთი უპირატესობა მიიღო: ფოთელებს უხეშობისთვის გაუძევეს არჩილ დათუაშვილი. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ დილა მორიგ სამ ქულას მოიპოვებდა და ექვსქულიან ფორას შეიქმნიდა, მაგრამ ბოლო წუთებში სტუმრებმა გაათანაბრეს.

"დილას" ფეხბურთელმა რომარიკ ეტოუმ "კოლხეთი 1913"-ის შემტევი გიორგი მელქაძე ზედ საჯარიმოს მისადგომებთან
წააქცია. ეტოუ გააძევეს, საჯარიმო დარტყმა კი შეცვლაზე იმწუთს შესულმა გიორგი ახალაძემ შეასრულა და 1:1. ახალაძემ ამ სეზონში "დინამო ბათუმსაც" დააკარგვინა ქულები ბოლო წუთებზე გატანილით, ამჯერად კი - "დილასაც".

ისიც აღსანიშნავია, რომ არბიტრმა კოტე გიორგაძემ ორივე შემთხვევაში წითელი ბარათი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ამოიღო.

გორელებს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და 4 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან "ტორპედოს", "კოლხეთი 1913"-მა კი მეორე წრე მეექვსე ადგილზე დაასრულა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
გორელების ოატივისცემის მიუხედავად მგონია რომ წელს ჩემპიონი ტორპედო გახდება გორი კი მეორე ადგილით დაკმაყოფილდება !
ტოტტი
07:01 03-06-2024
4
ასეთი რა დამსახურება ან ვალი აქვს ფედერაციას ამ პრედლაჟენია კაცისა რო ასე უგორებს კოჭებს.ვისაც მართლა გგონიათ რო დილამ მართლა ვერ მოუგო კაცნაკლულ კოლხეთს ღმერთმა სიკეთეში მოგახმარათ.ერთი გასულ წელს მოუგო გარეჯს და მეორე ეხლა ითამაშა ფრე დილასთან პატიოსნად.
jordan beli
06:08 03-06-2024
20

სიახლეები პოპულარული