"ტორპედომ" ხორვატიის ჩემპიონატიდან გვინეელი ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" 26 წლის გვინეელი ფორვარდი მომო იანსანე დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

აფრიკელი "ტორპედოს" ხორვატიის მეორეადგილოსან "რიეკადან" შეუერთდა. "რიეკაში" გადასვლამდე 2021 წლიდან იანსანე "შერიფის" ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ევროპალიგაზე ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

ჯამში "შერიფის" მაისურით მას 15 გოლი დაუგროვდა, ამავე კლუბთან ერთად მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი.
.
"ტორპედოს" ახალწვეული იყო გვინეის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი, 2022 წელს კი მისი დებიუტი ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც შედგა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი კონტრაქტი
გაფორმდა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ერთი ცაცია ვინგერიც და მესამე ეტაპსაც გადავლახავთ
კახა
12 ივლისი 2024 16:16
1
ნუ შააკიკინეთ ამ აფრიკელებით, უკვე მეტის-მეტია! ნიჭიერი ქართველები მოძებნეთ!
ვააახ???
12 ივლისი 2024 16:05
4
shenc she mazgacho kide ra caige tvini rom ikos ar aiyvandne nichieri kartveli ise idzaxi brazilia gyavdes
suares
13 ივლისი 2024 02:25
4
დინამოც გავა და ტორპედოც შემდეგ ეტაპზე.
რაბუ
12 ივლისი 2024 15:57
1
Dagvianebuli xom ar aris
Levani
12 ივლისი 2024 15:30
0
ra dagbianebuli, chava torpedo da daancobs tiranas saxlshi. ras itafsebi shech
kombato
12 ივლისი 2024 16:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული