"ტორპედომ" ხორვატიის ჩემპიონატიდან გვინეელი ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" 26 წლის გვინეელი ფორვარდი მომო იანსანე დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

აფრიკელი "ტორპედოს" ხორვატიის მეორეადგილოსან "რიეკადან" შეუერთდა. "რიეკაში" გადასვლამდე 2021 წლიდან იანსანე "შერიფის" ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ევროპალიგაზე ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

ჯამში "შერიფის" მაისურით მას 15 გოლი დაუგროვდა, ამავე კლუბთან ერთად მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი.
.
"ტორპედოს" ახალწვეული იყო გვინეის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი, 2022 წელს კი მისი დებიუტი ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც შედგა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი კონტრაქტი
გაფორმდა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
დინამოც გავა და ტორპედოც შემდეგ ეტაპზე.
რაბუ
15:57 12-07-2024
1
ლუკა გადრანი მოუხდებოდა გუნდს. წინა წელს მასტერკლასი ჩაატარა ქუთაისში. თუ სერიოზულ მიზნებზეა საუბარი, კარგი ქართველი ფეხბურთელებიც უნდა ჩამოიყვანონ, თორემ ოცნება ოცნებად დარჩება. გასაძლიერებელია გუნდი. კვირკველიაც თავისუფალი აგენტია და პლიუს არამგონია ვოლკოვს რამით ჯობდეს ეს ფეხბურთელი. შერიფს გაუტანა გუშინ ბოლობოლო. როდემდე უნდა სარგებლობდნენ ჩვენი რესურსით ბოლომდე,როცა ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული