Geo Team: პაატა ღუდუშაურმა ბათუმის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, 27 წლის შემტევმა პაატა ღუდუშაურმა ბათუმის "დინამო" დატოვა და კარიერას ისრაელის ჩემპიონატის ბინადარ "ბნეი სახნინში" გააგრძელებს.

ფეხბურთელმა გუშინ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დეჩიჩის" წინააღმდეგ ითამაშა, რაც ბათუმელთა რიგებში ბოლო მატჩი აღმოჩნდა.

Geo Team-ი წერს, რომ ღუდუშაური ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ხელშეკრულებას 1+1 სისტემით გააფორმებს.

მან "დინამოს" ფორმა ჯამში 72 შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 32 /
დაწყნარდით ხალხო, რა მაგრად გშურთ ამ ბიჭის. თუ არ ვარგა ხომ წავიდა, დაწყნარდით ჰაჰაჰაჰაჰჰაჰა
რა საოცრებააა
17:45 31-07-2024
3
აი, კომენტარებს ვკითხულობ და გაოცებული ვარ. ყოჩაღ ღუდუშაური, ძლივს არ გააღწიე ამ საშინელი ბოროტებით სავსე ქვეყნიდან? შარშან ბათუმის დინამო ჩემპიონი რომ გახდა 13 საგოლე და 12 გოლი გამოიმუშავა, წარდგენილი იყო საუკეთესო ფეხბურთელებს შორის. უმადურებო. ისედაც საუკეთესო 3 წელი დააკარგინეს სულ ტყუილად. თუ მართლა გაინტერსებთ მოიკითხეთ მისი საქმე, ღმერთის მაინც არ გეშინიათ ცილს რომ წამებთ. მაგრამ არა, თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ სიმართლე უსაქმურებო, ხელმოცარულო ბოროტო ადამიანებო. თქვენ გულზე სკდებით. და ვინც მას ცილს წამებს, თვითონ ვერ გამოდის ტოტალიზატორებიდან. ძლივს არ მიხვდა ეს ბიჭი, რომ ამ ქვეყნიდან უნდა წასულიყო, კიდევაც დააგვიანა.
რა საშინელი ხალხი ხართ
17:31 31-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული