Geo Team: პაატა ღუდუშაურმა ბათუმის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, 27 წლის შემტევმა პაატა ღუდუშაურმა ბათუმის "დინამო" დატოვა და კარიერას ისრაელის ჩემპიონატის ბინადარ "ბნეი სახნინში" გააგრძელებს.

ფეხბურთელმა გუშინ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დეჩიჩის" წინააღმდეგ ითამაშა, რაც ბათუმელთა რიგებში ბოლო მატჩი აღმოჩნდა.

Geo Team-ი წერს, რომ ღუდუშაური ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ხელშეკრულებას 1+1 სისტემით გააფორმებს.

მან "დინამოს" ფორმა ჯამში 72 შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ამის ღორობამ მოედანზე დამტანჯა საერთოდ მთლიანად გუნდია გასაშვები მთლიანად სტაფიანად მენეჯერიანად
1
ბათუმის დინამო თავის მწვრთნელიანად არის ქუჩის გუნდი! დეჩიჩს სამტრედია და თელავი მოუგებდნენ. ამ ბიჭმა კი, მგონი ამოწურა თავის შესაძლებლობები. ახლა დრო დადგა ფული დააგროვოს. წარმატებები.
gela
13:29 31-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული