ეროვნული ლიგა განახლდა: ერთი გოლის ფასი

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. ორთვიანი შესვენების შემდეგ... და დღეს მე-19 ტურის ორი მატჩი გაიმართა.

წყალტუბოს "სამგურალმა" "დინამო თბილისს" სძლია 1:0, ხოლო "დილა"-"გაგრა" უგოლოდ დასრულდა.

დინამო თბ 0:1 სამგურალი

წყალტუბოელებმა გუნდის ახალწვეულის, 35 წლის ლევან კუტალიას გოლით მოუგეს "დინამო თბილისს".

"სამგურალმა" ამ ერთი გოლითა და გამარჯვებით ცხრილში ოთხი საფეხურით წინ წაიწია. მეცხრეზე იყო და ახლა მეხუთეზეა, თუმცა ტური ჯერ არ დასრულებულა.

73-ე წუთი იყო, როცა "სამგურალის" მეკარე ნოდარ ყალიჩავამ რთული ბურთი მოიგერია. კონტრშეტევა დაიწყო, ჯეფერსონ ჯერალდომ ჟან კარლოსს გააყოლა ბურთი, რომლის
დარტყმულს მიხეილ მაქაცარია მისწვდა, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთს კუტალიამ დაამატა და 0:1. ლევანმა გოლი არ აღნიშნა, რადგან ადრე "დინამო თბილისში" თამაშობდა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა. ეს 2019 წელს.

"დინამო თბილისსაც" 22 ქულა აქვს, როგორც "სამგურალს".

დილა 0:0 გაგრა

ლიდერმა გორის "დილამ" შინ 0:0 ითამაშა მერვეადგილოსან "გაგრასთან". სახიფათო მომენტები იყო, თუმცა საბოლოოდ უგოლო ფრე დაფიქსირდა.

"დილამ" ქულები დაკარგა, ერთი ეგაა, რომ წაუგებელი სერია გააგრძელა: 16 მატჩია, არ დამარცხებულა. მიმდინარე სეზონში გორელებს "გაგრასთან" გოლი არ გაუშვიათ: 2:0, 1:0, 0:0.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
რაა აზრიაქ ამ ყველაფრის წერას გაშუქებას ჩემპიონანი სადაც ტრანსფერის კულტურა არაა დღეს ბათუმშია ხვალ გაგრაში ზეგ სამგურალში. გულის ამრევია. რამდენი რამეა დასაწერი
0
მოკლედ სტადიონზე ერთ კაცსაც ვერ შევხედე ნათესავები მაინც არ ყავთ ამ ფეხბურთელებს რომ მივიდნემ საყურევლად? მერე კიდე გვიკვირს დონე არ იწევს საკლუბო ფეხბურთშივო. ერთ ერთი მიზეზი უმაყურებლობაც არის
ტოტტი
07:13 04-08-2024
0

სიახლეები პოპულარული