"ტორპედო" წინ მიიწევს; "დინამო ბათუმი" ფრეების სერიას აგრძელებს

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ორი მატჩი. "დინამო თბილისმა" შინ 1:2 წააგო ქუთაისის "ტორპედოსთან", ხოლო "დინამო ბათუმმა" 0:0 ითამაშა წყალტუბოს "სამგურალთან".

დინამო თბ 1:2 ტორპედო

ამ კლუბების დაპირისპირება ხშირად საჩემპიონო დატვირთვას ატარებდა, თუმცა ამჯერად ასე არაა. მხოლოდ "ტორპედო" იბრძვის ჩემპიონობისთვის, "დინამო თბილისი" კი მეექვსე ადგილზეა.

დინამოელები ნიკა ნინუას შორიდან გატანილით დაწინაურდნენ. ნინუა ამ ზაფხულს დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს და აი, პირველი გოლიც მიითვალა. ეს 29-ე წუთზე მოხდა, თუმცა "ტორპედომ" პირველივე ტაიმში მოახერხა არათუ გათანაბრება, არამედ წინ გასვლაც.

ორივე გოლი გვინეელმა
მომო იანსანემ გაიტანა. ჯერ ახლოდან გაერკვა სიტუაციაში და ზუსტად დაარტყა, მერე კი მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა.

"დინამო თბილისს" ქულის აღება შეეძლო, 90-ე წუთზე იანსანეს ხელზე მოხვდა ბურთი და პენალტი დაინიშნა, თუმცა თორნიკე ოქრიაშვილმა ვერ გამოიყენა... მეკარე ფილიპ კლიაიჩმა აუღო.

ეს "ტორპედოს" ზედიზედ მეექვსე მოგებაა. სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ "დილას", თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

დინამო ბთ 0:0 სამგურალი

ბათუმელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი დაასრულეს ფრედ.მოქმედ ჩემპიონს ბოლო 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს და ლიდერ "დილას" 10 ქულით ჩამორჩება. "სამგურალს" რაც შეეხება, გუნდი მეშვიდე საფეხურზეა.

წინა ორ წრეში ბათუმელებმა წყალტუბოელებთან ერთნაირი ანგარიშით მოიგეს (1:0, 1:0), გოლი არც ამჯერად გაუშვეს, მაგრამ ვეღარ გაიმარჯვეს. მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ საბოლოოდ 0:0.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
წადი ბიჯო შეგვეშვი რავერგაძეხი
archil oee
23:16 19-08-2024
0
ბათუმის დინამოს სპორტული დირეკტორი ვინაა? საერთოდ აზრზე არაა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული