"ტორპედო" წინ მიიწევს; "დინამო ბათუმი" ფრეების სერიას აგრძელებს

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ორი მატჩი. "დინამო თბილისმა" შინ 1:2 წააგო ქუთაისის "ტორპედოსთან", ხოლო "დინამო ბათუმმა" 0:0 ითამაშა წყალტუბოს "სამგურალთან".

დინამო თბ 1:2 ტორპედო

ამ კლუბების დაპირისპირება ხშირად საჩემპიონო დატვირთვას ატარებდა, თუმცა ამჯერად ასე არაა. მხოლოდ "ტორპედო" იბრძვის ჩემპიონობისთვის, "დინამო თბილისი" კი მეექვსე ადგილზეა.

დინამოელები ნიკა ნინუას შორიდან გატანილით დაწინაურდნენ. ნინუა ამ ზაფხულს დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს და აი, პირველი გოლიც მიითვალა. ეს 29-ე წუთზე მოხდა, თუმცა "ტორპედომ" პირველივე ტაიმში მოახერხა არათუ გათანაბრება, არამედ წინ გასვლაც.

ორივე გოლი გვინეელმა
მომო იანსანემ გაიტანა. ჯერ ახლოდან გაერკვა სიტუაციაში და ზუსტად დაარტყა, მერე კი მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა.

"დინამო თბილისს" ქულის აღება შეეძლო, 90-ე წუთზე იანსანეს ხელზე მოხვდა ბურთი და პენალტი დაინიშნა, თუმცა თორნიკე ოქრიაშვილმა ვერ გამოიყენა... მეკარე ფილიპ კლიაიჩმა აუღო.

ეს "ტორპედოს" ზედიზედ მეექვსე მოგებაა. სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ "დილას", თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

დინამო ბთ 0:0 სამგურალი

ბათუმელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი დაასრულეს ფრედ.მოქმედ ჩემპიონს ბოლო 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს და ლიდერ "დილას" 10 ქულით ჩამორჩება. "სამგურალს" რაც შეეხება, გუნდი მეშვიდე საფეხურზეა.

წინა ორ წრეში ბათუმელებმა წყალტუბოელებთან ერთნაირი ანგარიშით მოიგეს (1:0, 1:0), გოლი არც ამჯერად გაუშვეს, მაგრამ ვეღარ გაიმარჯვეს. მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ საბოლოოდ 0:0.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერია არცერთი დინამო ევროზონაში …პირველ სამეულში ტორპედო იბერია დილა და თასი კი ფოთმა უნდა აიღოს …ზუსტად ეს გუნდებია რომლებიც ერთ-ორ წრეს მაინც რომ გაივლიან და ეგრე საზიზღრად არ მოგვჭრიან თავს …თორემ დავიღალეთ ამ ( ესპანური სირცხვილი) სინდრომით ….ესენი თამაშობენ და ჩვენ გვრცხვენია …ასე რომ ტორპედოს და იბერიას არა უშავდა წელს ცოტაც რომ გამართლებოდათ წილისყრით როგორც დინამოებს ჯერ კიდევ ევროთასებზე იქნებოდნენ დილა კი ტრადიციულად ჯიგრულად თამაშობს ევროთასებზე ( ბათუმს რომ არ დაეშალა მოხვდებოდა კიდეც და შორსაც წავიდოდნენ ) ხოლოოო რაც შეეხება თასის მომგების ვარიანტი ყველაზე უკეთესია რომ ფოთმა აიღოს ევროპისთვის ჯუღელი რაღაცეებს მოიფიქრებს ალბათ და გააძლიერებს გუნდს ….ასე რომ ძირს დინამოები ( საქართველოს სირცხვილები) და ვუგულშემატკივროთ ამ გუნდებს …!!!!
მდააა
02:23 19-08-2024
0

სიახლეები პოპულარული